მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკობარონები და მათი ქონება

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკობარონები და მათი ქონება

access_time2019-07-27 20:00:11

17 ივლისს აშშ- სასამართლომ მიუსაჯა მექსიკელ ნარკობარონს ჰოაკინ გუსმან ლოერას (მეტსახელად ჯუჯა) 30-წლიანი პატიმრობა.

 

ჯუჯა არის მექსიკური კარტელისსინალოა“- დამაარსებელი, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი კარტელი მსოფლიოში.

 

ჰოაკინ ლოერა შედიოდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და გავლენიან ნარკობიზნესმენთა სიაში.

 

აი ამ სიის რამდენი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.

 

1.პაბლო ესკობარი, კოლუმბია


დედამიწაზე, ალბათ, ყველაზე ცნობილი და გაპიარებული ნარკობარონი დაიბადა 1924 წელს ქალაქ მედელინში. 60-იან წლებში მან შექმნა ბანდა, რომელიც დასაწყისში იყო დაკავებული ავტომობილების გატაცებით, შემდეგ გადავიდა ადამიანებზე, 10 წელიწადში კი დაიწყო კოკაინით ვაჭრობა შტატებში. ესკობარს დაჯგუფება, ცნობილი როგორც მედელინის კარტელი, იმდენად გაძლიერდა, რომ ვერავის ვერ გაჰქონდა კოკაინი კოლუმბიის ფარგლებს გარეთ მისი ნებართვის გარეშე. თავად ესკობარი იღებდა ყოველი პარტიიდან 35%-ს. 1989 წელს Forbes-მა შეაფასა მისი ქონება 3 მლრდ. დოლარად. ნარკობარონი სარგებლობდა დიდი პოპულარობით ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგანაც აშენებდა იაფ საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს და სტადიონებს,.

1982 წელს ის აირჩიეს კოლუმბიის კონგრესში, თუმცა, მის წინაამღდეგ აგორებული კამპანიის გამო,  1 წელიწადში მას ჩამოერთვა სადეპუტატო უფლებამოსილება.

80-იან წლებში აშშ- პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოუცხადა ომი ნარკოტიკებს, რომელშიც ჩაერთო კოლუმბიის მთავრობაც. ამის საპასუხოდ ესკობარმა დაიწყო მასობრივი ტერორი - მისი გაჯგუფების წევრებმა მოკლეს ასობით ადამიანი  - მოსამართლეები, პოლიტიკოსები, დეპუტატები, რიგითი აქტივისტები.

1989 წელს მისი ბრძანებით ააფეთქეს კოლუმბიური ავიაკომპანია Avianca-ს თვითმრფინავი Boeing 727, რის შედეგადაც დაიღუპა 101 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.


1991 წელს პაბლო ესკობარმა დადო გარიგება მთავრობასთან და ჩაჯდა ციხეში, თუმცა, ეს იყო მისივე ფულით აშენებული კომფორტაბელური ციხე-ვილა აუზით, ჯაკუზით და მდიდრული საძინებლებით.

როდესაც გახდა ცნობილი, რომ ის აგრძელებს კარტელის მართვას, მთავრობამ გადაწყვიტა მისი გადაყვანა ჩვეულებრივ ციხეში. 1992 წელს ის გაიქცა, წელიწადნახევარში კი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნარკობარონი მოკლეს დაკავების დროს.

 

2. ამადო კარილიო ფუენტესი, მექსიკა


თავისი დროის ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკობარონი. მას გადაჰქონდა ნარკოტიკები თვითმფრინავებით. რის გამო მას ეძახდნენ „ცის მბრძანებელს“. 1993 წელს მან შექმნა ხუარესის ნარკოკარტელი, რომელიც აკონტროლებდა აშშ-ს ნარკოტრაფიკის დიდ ნაწილს.  1997 წელს ის გარდაიცვალა ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირების შედეგად მეჰიკოს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მან ჩაიტარა რთული ოპერაცია გარეგნობის შეცვლის მიზნით. მისი მკურნალი ექიმების გვამები რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს ცემენტით სავსე კასრებში - სავარაუდოდ, ეს იყო შურისძიება ნარკობარონის სიკვდილის გამო.

 

3. კარლოს ლედერი, კოლუმბია


მედელინის ნარკოკარტელის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი მეტსახელი იყო „გერმანელი“, რადგან მამამისი იყო გერმანელი. ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო ახალგაზრდობაში, 1973 წელს, რის გამოც მოხვდა ციხეში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი პარტნიორი ჯორჯ იანგი. მათ გადაჰქონდათ ნარკოტიკები მსუბუქი თვითმფრინავებით, რისთვისაც იყიდეს პატარა კუნძული ნორმან-კეი, ფლორიდასთან ახლოს. ლედერმა ესკობართან ერთად შექმნა მედელინის კარტელი, სადაც საქმიანობდა 1987 წლამდე, როდესაც ის დააკავეს და გადასცეს შტატებს. 69 წლის ლედერი დღემდე იხდის სასჯელს ამერიკულ ციხეში, სადაც ის იქნება ცხოვრების ბოლომდე, ვადამდელი განთავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

 

4. გრისელდა ბლანკო, კოლუმბია


ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და ნარკობარონი-ქალი, რომელმაც 14 წლის ასაკში დაიწყო კარიერა პროსტიტუციით, ქალაქ მედელინში, სანამ გახდებოდა ნარკომოვაჭრის ალბერტო ბრავოს ცოლი. 70-იანებში ის გადავიდა ნიუ-იორკში, შემდეგ მაიმაში, სადაც ააწყო ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელი. ცნობილია განსაკუთრებული სისასტიკით კონკურენტებთან ბრძოლაში, მას აქვს შეხება 200-ზე მეტ მკვლელობასთან. 1985 წელს მას მიუსაჯეს 15 წელი, 2014 წელს ის გამოვიდა გარეთ, დატოვა აშშ და ჩავიდა კოლუმბიაში, სადაც 69 წლის ასაკში მოკლეს მედელინში.


5. ჰოაკინ გუსმან ლოერა, მექსიკა


ნარკობარონი მეტსახელად „ჯუჯა“ დაიბადა ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. ახალგაზრდობაში ის მიიღეს ბანდაში, სადაც მან ძალიან სწრაფად მოიპოვა გავლენა. მოგვიანებთ ჯუჯამ შექმნა კარტელი სინალოა, რომელიც აშენებდა გვირაბებს აშშ-ს და მექსიკის საზღვარზე. ბრალდების მტკიცებით, ჯუჯას ქონებამ შეადგინა 12 მლრდ. დოლარი. 92 წელს მას მიუსაჯეს 20 წელს ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით, 8 წელიწადში მან მოახერხა გაქცევა. 2014 წელს ის დააკავეს მეჰიკოში, ერთ წელიწადში ის ისევ გაიქცა ციხიდან. 2016 წელს ისევ დააკავეს და გადასცეს აშშ-ს, სადაც ის იყო ძებნილთა სიაში მეორე ადგილზე ბინ ლადენის შემდეგ. 

2019 წლის 17 ივლისს ჯუჯას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

 

RBC

 

მოამზადა: თენგიზ აბლოთიამ





„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“

„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“
access_time2019-11-19 11:45:51
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა,გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. „ზემოაღნიშული, ასევე,...

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად  უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა
access_time2019-11-19 10:05:21
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მათივე ცნობით, არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი...

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...


მსგავსი სიახლეები

up