ჩინელი მწარმოებლები ტექნოლოგიურ წინსვლას აანონსებენ. კომპანია H3C ბაზარზე ახალი მოწყობილობის გამოტანას აანონსებს.
როგორც Finance.ua წერს, ჩინელმა მწარმოებელმა Magic BE18000 როუტერის გამოშვების შესახებ განაცხადა. ახალი პროდუქტის მთავარი მახასიათებელია ის, რომ არის პირველი კომერციული გაჯეტი, რომელიც მხარს უჭერს ახალ Wi-Fi 7 სტანდარტს.
ამ ყველაფერში ყველაზე ირონიული ის არის, რომ თავად Wi-Fi 7-ის სპეციფიკაცია საუკეთესო შემთხვევაში დამტკიცდება 2023 წელს და შესაძლოა მოგვიანებით. მაგრამ, ამის მიუხედავად, H3C-ს უკვე აქვს არსენალში Wi-Fi 7-თან თავსებადი მოწყობილობა.
ცნობილია, რომ სამ დიაპაზონიანი როუტერი მხარს უჭერს 802.11be Wi-Fi სტანდარტს და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონს. სიახლის გამტარუნარიანობა 18443 Mbps-მდეა. როუტერი დაფუძნებულია Qualcomm ოთხბირთვიან ჩიპზე.