„მსოფლიოში  ვერ ვნახავთ ვერცერთ ქვეყანას, რომელშიც ბანკები სტარტაპებს აფინანსებენ“ - როგორ დაფინანსდება სტარტაპები საქართველოში

„მსოფლიოში ვერ ვნახავთ ვერცერთ ქვეყანას, რომელშიც ბანკები სტარტაპებს აფინანსებენ“ - როგორ დაფინანსდება სტარტაპები საქართველოში

access_time2019-02-19 09:00:58

უნდა აფინანსებდეს თუ არა „სტარტაპებს“ კომერციული ბანკები, ეფექტიანი იქნება თუ არა პროცესში სახელმწიფოს  ჩართვა როგორც გარანტორად თუ მნიშვნელოვანია დამწყებმა ბიზნესმენმა  ფინანსები კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად მოიძიონ? (შეიქმნას ვენჩურ კაპიტალი და “ენჯელ ინვესტორები”) - ეს თემები გასულ კვირას განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 


ერთი მთავრობამ დააანონსა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება. ამისთვის 2019 წლის ბიუჯეტში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.


და მეორე - „თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განცხადებას, რომ ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს.


მამუკა ხაზარაძის მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი - „მსოფლიოში  ვერ ვნახავთ ვერცერთ ქვეყანას, რომელშიც ბანკები სტარტაპებს აფინანსებენ“. 


როგორც ბაირახტარი აცხადებს, სტარტაპი ეს არის ბიზნესი, რომელიც ძალიან მაღალრისკიანია. ამის გათვალისწინებით, თუ ფული ყველა შემთხვევაში ბანკებიდან  ან ბანკების გავლით მოხვდება, აუცილებელია აქ შუამავალი სახელმწიფო იყოს.


„ჩვენ არ გვაქვს საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც  სტარტაპების დაფინანსების ძირითად ტვირთს იღებენ ხოლმე. ძირითად შემთხვევებში სტარტაპებს აფინანსებენ კონკრეტული კომპანიები, კონკრეტული ინვესტორები, რომლებსაც თავიანთი გათვლები აქვთ. ეს მიმართულება ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.


თუ ეკონომიკის ფორმირებას შევხედავთ სტარტაპებთან მიმართებაში, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ფორმირების 30%-მდე სწორედ სტარტაპ ბიზნესების წილია. ჩვენს რეალობაში კი ბიზნესს არც გამბედაობა და არც კომპეტენცია არ ჰყოფნის იმისთვის, რომ სტარტაპი დააფინანსოს. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდობის ერთადერთი წყარო ბანკია, რომელსაც ასეთი მაღალრისკიანი ბიზნესის დაფინანსება არ შეუძლია. ასეთ დროს რჩება ერთადერთი წყარო - სახელმწიფო იქამდე, სანამ ეს კომპანიები განვითარდებიან. თუ სახელმწიფო იქნება გარანტორი, ამ ფულის გადინება და სტარტაპერებისთვის გადაცემა ბანკების გავლით მოხდება. ბანკებს რისკის გაწევა ამ მიმართულებით აღარ მოუწევთ,“ - აცხადებს ბაირახტარი.



მისი განმარტებით, დღეს საქართველოში გარკვეულწილად ფულის მწვავე შიმშილია. კომერციული ბანკები მოქმედ ბიზნესებსაც კი რთულად აკრედიტებენ ან ისეთ პროცენტში გასცემენ ბიზნესსესხებს, რომ თითქმის შუძლებელია მეწარმე ასეთ ძვირადღირებულ სესხსაც მოემსახუროს და ბიზნესიც განავითაროს. ცხადია, ისეთ რეალობაში, როდესაც უკვე გამართული ბიზნესების დაკრედიტებაც კი ჭირს, არცერთი კომერციული ბანკი არ მისცემს სტარტაპერს, ფაქტობრივად, უფასო ფულს.


აღსანიშნავია, რომ არც სხვა ქვეყნებში იღებენ ამ ტვირთს კომერციული ბანკები და იქაც ძირითადად ბიზნეს სექტორი და ვენჩურული ფონდები იღებენ ძირითად მონაწილეობას სტარტაპების დაფინანსებაში.


„მაგრამ ჩვენთან ამ მიმართულებითაც სავალალო მდგომარეობაა. დღეს ქართული ბიზნესი პრაქტიკულად შეუძლებელია დაარწმუნო იმაში, რომ სტარტაპ ბიზნესში ჩადოს ფული და ამასაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზი. ადგილობრივ ინვესტორებს უბრალოდ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით იმისათვის, რომ შეაფასონ რამდენად პოტენციურია ესა, თუ ის სტარტაპ იდეა. თავის მხრივ სტარტაპ ბიზნესის შეფასებაც სპეციფიკურია იმდენად, რამდენადაც ინვესტორი პრაქტიკულად იდეაში აბანდებს ფულს. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე სტარტაპს განიხილავენ არა როგორც მაღალრისკიან ბიზნესს, არამედ როგორც ბიზნესს, რომელიც პრაქტიკულად წაგებისთვის არის განწირული, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომაა,“-აღნიშნავს ბაირახტარი.


როგორც ბაირახტარი  განმარტავს, აღნიშნული პრობლემა სხვა უკვე კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ედგათ თავის დროზე და მათ ეს პრობლემა ვენჩურული ფონდების საშუალებით გადაჭრეს. ვენჩურული ფონდი ეს არის ერთგვარად სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ექსპერტები, სწორედ ამ ექსპერტების მოვალეობაში შედის სტარტაპის შეფასება. ისინი დეტალურად სწავლობენ სტარტაპ იდეას და თუ იდეა ეკონომიკურად მართლაც, პერსპექტიულია, მხოლოდ ამის შემდეგ აბანდებენ ფულს სტარტაპში.


მაგრამ, ბიზნესგეგმის შესწავლის გარდა ეს ფონდები წმინდა მათემატიკურ გათვლებსაც ეყრდნობიან, რაც გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად თუ ვენჩერულ ფონდს 5 სტარტაპი აქვს დაფინანსებული და 5 – დან ერთ-ერთმა მაინც გაამართლა, ეს ფონდი დანარჩენი 4 ჩავარდნილი პროექტის ფულსაც ამოიღებს, ეს წმინდა მათემატიკური გათვლებია და მოსაზრება, რომ ვენჩურული ფონდები მხოლოდ წმინდა წყლის `ლატარიას თამაშობენ, რა თქმა უნდა მცდარია.


როგორც ბაირახტარი განმარტავს, კაპიტალის ბაზარი რომ ქვეყანაში სხვა საფეხურზე იყოს, გაცილებით კარგი მდგომარეობა იქნებოდა როგორც  სტარტაპ ბიზნესის, ისე ზოგადი ეკონომიკური კუთხითაც.


„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსური ხელმისაწვდომობაა და ამ მხრივ პრობლემას ფასიანი ქაღალდების განუვითარებლობა ქმნის. ეს პრობლემა რომ არა, არამხოლოდ სტარტაპების, არამედ ჩვენი ქვეყნის რეალობაც არსებითად სხვანაირი იქნებოდა. კაპიტალის ბაზრის განვითარებას საკმაოდ დიდი  პერიოდი სჭირდება. ან უნდა დაველოდოთ ამ ბაზრის განვითარებას და სტარტაპებიც დროებით დავივიწყოთ, ან სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და წინ წამოწიოს ეს მიმართულება,“-აცხადებს ბაირახტარი.


სტარტაპების ხელშეწყობაში  სახელმწიფოს განმსაზღვრელ როლზე საუბრობს კომპანია „ჯეოკეპის“ ხელმძღვანელი ენრიკო მოსულიშვილიც.  მისი შეფასებით, თუ ქვეყანას უნდა ადგილობრივი წარმოება განავითაროს, საწყის ეტაპზე მისაღებია ფინანსური რესურსის ბანკიდან მოძიება მოხდეს.


„მე რომ მინდოდეს საწარმოს შექმნა, უცხოელ პარტნიორს კი არ უნდა ვეძებდე, რომელიც მოგების დიდ ნაწილს წაიღებს და მე კაპიკებს დამიტოვებს, არამედ, მირჩევნია ბანკიდან სესხი გამოვიტანო, წლების შემდეგ ეს სესხი გავისტუმრო და კომპანიის მფლობელად დავრჩე. ვთვლი, რომ ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა საკრედიტო-საგარნტიო სქემასთან დაკავშირებით, ერთადერთი გამოსავალია,“-აცხადებს მოსულიშვილი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up