წლების განმავლობაში პირველად, მსოფლიოში უსწრაფესი კომპიუტერი იაპონიას აქვს, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების სისწრაფის და მკურნალობის მეთოდების გამოსაკვლევად იყენებენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, კომპანია Fujitsu-სა და იაპონიის კვლევის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერი Fugaku 500 საუკეთესო სუპერკომპიუტერის რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. ბოლოს, იაპონური კომპიუტერი ასეთი რეიტინგის სათავეში 2011 წელს მოხვდა. Fugaku-ს ერთი წამის განმავლობაში 514 კვადრალიონი ამოცანის შესრულება შეუძლია და ამ მონაცემებით, რეიტინგის ყოფილ ლიდერზე, სუპერკომპიუტერ Summit-ზე 2.8-ჯერ სწრაფია.
იაპონელი სპეციალისტები Fugaku-ს კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევებისთვის ექსპერიმენტულ დონეზე უკვე იყენებენ, თუმცა მომავალ წელს კომპიუტერი ამ მიმართულებით სრული დატვირთვით იმუშავებს.
Imedinews.ge