როგორ გამოიმუშავა საპენსიო ფონდმა NBIM 6 თვეში $112 მლრდ

როგორ გამოიმუშავა საპენსიო ფონდმა NBIM 6 თვეში $112 მლრდ

access_time2021-08-20 17:00:24

$1,4 ტრილიონიანი ბრუნვით მსოფლიოში უმსხვილესი ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (NBIM) შემოსავალმა წლის პირველ ნახევარში 990 მლრდ კრონა, ანუ $111,9 მლრდ შეადგინა. გასულ წელს ამ ფონდმა თავისი აქტივების 3,4% – $21 მლრდ დაკარგა, რაც, ძირითადად, პანდემიის ფონზე განვითარებული კრიზისის გამო ფონდის აქციების ფასის ვარდნამ განაპირობა.



30 ივნისის მდგომარეობით, ფონდის აქტივების ფასმა 11,6 ტრლნ კრონა შეადგინა. აქედან 72,4% ინვესტირებული იყო აქციებში, 25,1% – ობლიგაციებში, 2,4% – უძრავ ქონებაში და 0,1% – კომპანიებში, რომლებიც ენერგიის განახლებადი წყაროების ინდუსტრიაში მუშაობენ.



ფონდის პორტფელში აქციების ფასი 14%–ით გაიზარდა. NBIM მსოფლიოს 69 ქვეყნიდან 9 000–ზე მეტი კომპანიის აქციებს ფლობს, რაც ბირჟებზე კოტირებადი აქციების ჯამური მოცულობის 1,5%–ს შეადგენს. „პირველი 6 თვის განმავლობაში აქციებში დაბანდებამ განსაკუთრებული დადებითი წვლილი შეიტანა შემოსავლის ზრდაში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებში დაბანდებამ. ენერგოკომპანიებში ინვესტირებამ ფონდს 19,5% მოუტანა“, – განაცხადა Norges Bank Investment Management-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ტანგენმა.




ფონდის ტექნოლოგიური აქტივების ფასი ექვს თვეში 16,8%–ით არის გაზრდილი. ფონდის პორტფელში IT-კომპანიებს შორის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ – Apple, Microsoft, Alphabet და Amazon.



ენერგიის განახლებადი წარმოების ინდუსტრიაში დაბანდებული ობლიგაციები საშუალოდ 2%–ით გაიაფდა, ხოლო უძრავ ქონებაში დაბანდებები 6 თვეში 4,6%–ით გაიზარდა.



ფონდი 1990 წელს შეიქმნა ნორვეგიის ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან შემოსული თანხების ინვესტირების მიზნით. 2020 წლის ბოლოსთვის მან თავისი ყველა ის აქტივი გაყიდა, რომლებიც ნავთობის ძიება–მოპოვებასთან იყო დაკავშირებული. Bloomberg-ს ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ ტრონდ გრანდემ უთხრა, რომ სანავთობო პორტფელის ღირებულება 2019 წელს დაახლოებით $6 მლრდ–ს შეადგენდა.



მიმდინარე წელს ფონდმა პირველად განახორციელა ინვესტიცია ენერგიის განახლებადი წყაროების სექტორში. ნორვეგიის პარლამენტმა ფონდს ამის უფლება ჯერ კიდევ 2019 წელს მისცა. ამის შემდეგ ფონდმა მიმზიდველი ობიექტების მოძიება და შესწავლა დაიწყო. ნორვეგიის სუვერენულმა ფონდმა აპრილში 1,4 მლრდ ევროდ შეიძინა Borssele-ს ქარის ელექტროსადგურის წილის 50%. ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე საზღვაო ქარის ელექტროსადგურია 752 მ/ვტ დადგმული სიმძლავრით.

rbc




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up