მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების 40% ფიქციაა

მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების 40% ფიქციაა

access_time2019-09-10 19:00:50


საერთაშორისო სავალუტო ფონდის და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტების კვლევის შედეგების თანახმად, მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 15 ტრლნ. დოლარი არის ფიქტიური და მათი ერთად-ერთი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ გადასახადებისგან თავის არიდება.


ეს თანხა შეადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს მთლიანი მოცულობის 40%-ს.


ექსპერტებმა შეისწავლეს საინვესტიციო ნაკადები სხვადასხვა ქვეყნებში და მივიდნენ საინტერესო დასკვნამდე - ხშირად ინვესტიციები, რომელთა ფორმალური მიზანია ბიზნესის გაფართოება და ქვეყნებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სინამდვილეში წარმოადგენენ ერთსა და იგივე ჯგუფში შემავალ კომპანიების შორის ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ინსტრუმენტს. ფიქტობრივად ეს თანხები მოძრაობს ნომინალურად არსებული კომპანიების მეშვეობით.


ეს კომპანიები არ აწარმოებენ რეალურ ბიზნეს საქმიანობას. ესაა ფინანსური ინჟინერია, რომლის მათი მიზანია მხოლოდ გადასახადების მინიმიზაციის გზის მოძიება მსხვილი კორპორაციებისთვის.


შედეგად გამოდის ასეთი სურათი - ლუქსემბურგში ცხოვრობს 600 000 ადამიანი, ხოლო ამ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უტოლდება აშშ-ს და ბევრად აღემატება ჩინეთს.


ერთ სულ მოსახლეზე ლუქსემბრუგი იღებს 6,6 მლნ. დოლარის უცხოურ ინვესტიციებს, რაც ბევრად აღემატება იქ არსებულ რეალურ ეკონომიკას.



კიდევ ერთი მაგალითი - პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი ირლანდიაში 2015 წელს გაიზარდა 26%-ით იმის შემდეგ, რაც საერთაშორისო კორპორაციებმა გადაიტანეს იქ არამატერიალური აქტივები და დაიწყეს ქვეყნის გამოყენება ციფრული მომსახურეობის გასაყიდად. ეს მაშინ, როდესაც ფიზიკურად არც ერთი ეს კორპორაცია არ იმყოფება ირლანდიაში და არ მუშაობს იქ.


ექსპერტების აზრით, ყველაზე მეტია ასეთი ფიქტიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში ცნობილ ოფშორებში - ისეთებში, როგორც ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ვირჯინიის კუნძულები, ბერმუდის კუნძულები, სინგაპური, კაიმანის კუნძულები, შვეიცარია, ირლანდია, მავრიკი.


ლუქსემბურგზე და ჰოლანდიაზე მოდის ფიქტიური ინვესტიციების 50%, ხოლო ჩამოთვლილ ათეულზე - 85% - საუბარია 15 ტრლნ. დოლარზე მაშინ, როდესაც მთლიან უცხოური ინვესტიციების მოცულობა მსოფლიოში შეადგენს 40 ტრლნ. დოლარს წელიწადში.


ქვეყნებს შორის, რომელთა უცხოური ინვესტიციების ნაკადი 50%-ზე მეტად არის ფიქტიური, ექსპერტები ასახელებენ ასევე ბრიტანეთს, ჯვიპროსს, მალტას და უნგრეთს.


ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ბოლო წლებში რეგულატორები ცდილობენ არ მისცენ მსხვილ კორპორაციებს გადასახადების დამალვის და ოფშორებში რეგისტრაციის საშუალება - ამ ყველაფრის ფონზე ფიქტიური უცხოური ინვესტიციების მოცულობა არათუ არ მცირდება, არამედ ყოველწლიურად იზრდება.


მაგალითად, 2010 წლის ბოლოს ყალბ ინვესტიციებზე მოდიოდა მთლიანი ინვესტირების 31%, 2017-ში კი 38%.


15 ტრლნ. დოლარი, რომელიც დაითვალეს ექსპერტებმა - არის გერმანიის და ჩინეთის ჯამური მშპ.


კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ სურათის გათვალისწინებით, აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის პრინციპებს შეცვლა, იმისთვის, რომ ის უფრო პასუხობდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.


ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მთავრობების მიერ საგადასახადო სისტემებში სუსტი ადგილების აღმოფხვრის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მოაქვს გარკვეული შედეგები.
თუმცა, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის გათვალისწინებით, ამ საკითხში მთავარია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება საგადასახადო საკითხებში.


Kommersant.ru






BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...


მსგავსი სიახლეები

up