მსოფლიოში ტკბილეულის მოხმარების შემცირება Nestlé-ს პრობლემებს უქმნის

მსოფლიოში ტკბილეულის მოხმარების შემცირება Nestlé-ს პრობლემებს უქმნის

person access_time2016-05-07 16:30:42

Nestlé მსოფლიოში კვების უდიდესი კომპანიაა. ის 335,000 თანამშრომელსა და 2,000–ზე მეტ ბრენდს აერთიანებს, რომლებიც 85 ქვეყნის 436 ქარხანაში იწარმოება. Nestlé-ს პროდუქტების შეძენა მსოფლიოს 189 ქვეყანაში შეიძლება. მისი ღირებულება $240 მილიარდია, რაც კომპანიას ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულს ხდის. Nestlé-ს ისტორია საკმაოდ გამორჩეულია. 19-ე საუკუნეში ჰენრი ნესტლემ შესქელებული რძე შოკოლადს პირველად შეურია. სწორედ კომპანიამ შექმნა ბრენდი Nescafé, რომელმაც მომხმარებელს პირველად შესთავაზა სწრაფად ხსნადი ყავა. თუმცა კომპანია ბოლო პერიოდში სირთულეების წინაშე დგას. შაქარი ალკოჰოლთან და თამბაქოსთან ერთად იმ ნივთიერებების სიაში მოხვდა, რომელთა მოხმარების შეზღუდვის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ.


მაგალითად, ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად მარტში დიდმა ბრიტანეთმა მექსიკის მაგალითი გაიზიარა და შაქრის შემცველობის სასმელებზე დამატებითი გადასახადი დააწესა. სავარაუდოდ შემდეგი ქვეყანა საუდის არაბეთი იქნება. ამერიკელი დიეტოლოგები კი მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს ნაკლები შაქრისა და ტკბილეულის მოხმარების შესახებ. Nestlés-ს გაყიდვები 2012 წლის შემდეგ ყოველ წელს იკლებს. შესაბამისად კომპანიას უფრო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ კომპანიად ქცევა სურს. სწორედ ამიტომ, გარდა ტკბილეულის წარმოებისა, კომპანია ინვესტიციებს ფარმაციასა და საავადმყოფოებშიც ახორციელებს. Nestlé პალმის ზეთს აღარ იყენებს, რათა ხეების გაჩეხვას ხელი არ შეუწყოს. კომპანია წყლის სისუფთავის დაცვასა და ფერმერების დახმარებაზეა ორიენტირებული. ყოველივე ეს გონივრულად შემუშავებულ პიარ-კამპანიაზეა დაფუძნებული.

 


შესაბამისად, Nestlé ერთი მხრივ პრობლემას, ხოლო მეორე მხრივ მისგან განკურნების გზას ავრცელებს. Bloomberg-ი ამ მიდგომას ირონიას უწოდებს. Nestlé ჭარბი წონის მოსაცილებელ საშუალებებზე მუშაობს მაშინ, როდესაც Nesquik-ის ფანტელები ყოველ 100 გრამზე 25 გრამ შაქარს შეიცავს. „ის, რასაც Nestlé აკეთებს, ამას ინტერესთა კონფლიქტიც კი შეიძლება ეწოდოს,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია JustActions-ის ხელმძღვანელმა, ლეიტ გრინსლეიდმა.

 

Nestlé ფლობს ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრს, რომელშიც 3,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. აღნიშნული ცენტრის შემოსავალი 2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს ცდება, რაც ფარმაცევტული პროდუქტების დამსახურებაა. მაგალითად Betaquik-ი, რომელსაც ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები მოიხმარენ, Resource Support Plus კიბოთი დაავადებულებისათვის, Optifast ჭარბწონიანებისათვის, სხვადასხვა სახის სუპები და ა.შ. Nestlé-ს ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ ბეჰარის განცხადებით, ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრს აქვს პოტენციალი, მისი შემოსავალი 10 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე (10,328,444 აშშ დოლარი) გაიზარდოს, რაც თუნდაც ისეთი კომპანიისათვის, როგორიც Nestlé-ა, საკმაოდ სოლიდური შემოსავალია.



ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up