მსოფლიოში სურსათზე ფასებმა  6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

access_time2021-05-10 19:00:43

გლობალური ბაზრებზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული სურსათის გაძვირება გრძელდება -  სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, აპრილში კვების პროდუქტებზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

 

სასურსათო ფასების საერთაშორისო ინდექსი 2021 წლის მანძილზე 30,8%-ით გაიზარდა და 120,9 პუნქტს მიაღწია. ამ დინამიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ყველაზე მეტად კი, შაქრის გაძვირება.

 

FAO-ს ინფორმაციით, სასურსათო ინდექსი არა მხოლოდ წინა წლის აპრილთან, არამედ 2021 წლის მარტთან შედარებითაც 1,7%-ით გაიზარდა. სადღეისოდ ინდექსი 2014 წლის მაისიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, თუმცა, ისტორიული მაქსიმუმი ჯერ არ განუახლებია - რეკორდი 2011 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ეს ინდექსი ამჟამინდელზე 12%-ით მაღალი იყო.

 

თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში არც ესაა ძალიან შორეული პერსექტივა  - გაძვირების ტემპების გათვალისწინებით, რეკორდის მოხსნას 3-4 თვე დასჭირდება.

 

საერთაშორისო ფასები სურსათზე უკვე ზედიზედ 11 თვე იზრდება  - ძვირდება ყველა ძირითადი პროდუქტი, მათ შორის ხორცი, ზეთი, რძე, და მარცვლეული, მაგრამ ყველაზე მეტად - მართან შედარებით 3,9% ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით თითქმის 60%-ით შაქარი გაძვირდა.


 

ამის ძირითადი მიზეზია 2020-2021 წლებში შემცირებული მიწოდება, რაც მსოფლიოში შაქრის უმსხვილეს ექსპორტიორ-ქვეყანაში - ბრაზილიაში - ცუდი მოსავალია. ბაზარზე ნეგატიური გავლენა მოახდინა ასევე საფრანგეთი ძლიერმა ყინვებმა რომლებმაც მოსავლის ნაწილი გაანადგურეს.

 

FAO-ს ინფორმაციით, ფასების ზრდა შესაძლოა უფრო მაღალიც ყოფილ იყო, თუმცა პროცესი ინდოეთიდან ექსპორტის ზრდამ და ნავთობის მცირე გაიაფებამ შეარბილა.

 

სურსათის სხვა სახეობებიც გაძვირდა, თუმცა, შაქარზე ნაკლებად - საშუალოდ ხორცის, კარაქის, და რძის პროდუქტებს ფასები საშუალოდ 1,2%-1,8%-ით გაიზარდა, ხოლო მარცვლეულზე ფასები მარტში დაფიქსირებული გაიაფების შემდეგ მცირედით გაიზარდა.

 

ჯერ კიდევ თებერვალში, Bloomberg-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, სურსათის გაძვირებას მსოფლიოში არაერთგვაროვანი გავლენა ექნება, და ყველაზე მეტად ე.წ. „ცხელი წერტილები“ დაზარალდებიან - დიდი ქვეყნები მოსახლეობის საშუალო და დაბალი შემოსავლებით, რომელიც სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს კვებაზე ხარჯავს - მათ შორისაა თურქეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ნიგერია, და რუსეთი.

 

KOMMERSANT.RU


თენგიზ აბლოთია

თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up