მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

access_time2020-09-17 19:14:27

„მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის. ამას მოწმობს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში გამართული საინვესტიციო პანელზე, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა კერძო სექტორის ინიციატივები, რომელიც გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში განხორციელდა.




ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ხელმოწერას თანამშრომლობის მემორანდუმზე გლობალურ კომპანიასთან „მასტერქარდ ევროპა“. აღნიშნული კომპანია საქართველოსთან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ითანამშრომლებს. „ეს არის გლობალურ ტურისტულ ინფორმაციაზე წვდომა და იმ ტრენდების შესახებ აქტუალური ინფორმაციის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტული ინდუსტრის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიყავით - მოხდეს სწრაფად, ეფექტიანად და ასევე სწრაფად იქნას დაძლეული ის გამოწვევები, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში გვაქვს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.







19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up