მსოფლიოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ზრდასთან ერთად, პრეზერვატივის გამოყენებამ იკლო. ეს უკანასკნელი კი ვენერიული დაავადებებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
2021 წელს შეერთებულმა შტატებში ქლამიდიის, გონორეის და სიფილისის თითქმის 2,5 მილიონი შემთხვევა დააფიქსირა. რაც ნიშნავს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ციფრები გაორმაგებულია. ამასთან, გასულ წელს, ინფექციების დაახლოებით ნახევარი 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში დაფიქსირდა.
კვლევის თანახმად, პრეზერვატივი, რომელიც ოდესღაც ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი იყო სექსუალური გზით გადამდები დაავადებების და შიდსისგან თავის დასაცავად, ნაკლებად მოთხოვნადი გახდა. მომხმარებლები უპირატესობას იმ კონტრაცეფციებსა და მედიკამენტებს ანიჭებენ, რომლებიც მკვეთრად ამცირებს შიდსის გადაცემის რისკს.
კვლევა აჩვენებს, რომ 2011 წელს პრეზერვატივი მამაკაცების 75 პროცენტისთვის დაავადებებისგან თავდაცვის მთავარი საშუალება იყო, ეს მაჩვენებელი 2021 წელს 42 პროცენტამდე შემცირდა.
ჯონ გუგენმოსი, აშშ-ში DC ბარების მფლობელი ამბობს, რომ პრეზერვატივი მის დაწესებულებებში არსებითად გაქრა, რადგან მომხმარებლები უპირატესობას აივ-ინფექციისგან დამცავ PrEP აბებს ანიჭებენ. იწვევს თუ არა PrEP-ი სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ზრდას, მკვლევრებს შორის საკამათო საკითხია, წერს გამოცემა.
მეცნიერები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ახლა ორიენტირებულნი არიან ვაქცინის შემუშავებაზე, სახლში ხელმისაწვდომ ტესტირებებსა და მედიკამენტებზე, რაც ინფექციებისგან თავდაცვის უფრო მძლავრი იარაღი იქნება.
სიფილისის, გონორეის ან ქლამიდიის საწინააღმდეგო ვაქცინები ჰორიზონტზე არ ჩანს, მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეიქმნება და თავიდან იქნება აცილებული B ჰეპატიტის და აივ-ინფექციის საფრთხე.