მსოფლიოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პოსტკრიზისულ მაქსიმუმს მიაღწია, გამონაკლისი რუსეთია

მსოფლიოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პოსტკრიზისულ მაქსიმუმს მიაღწია, გამონაკლისი რუსეთია

person access_time2016-06-25 10:04:06

გასულ წელს მსოფლიოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პოსტკრიზისულ მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, 2015 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ ნაკლები აღმოჩნდა,  ვიდრე რეკორდულ 2007 წელს დაფიქსირდა. რეკორდული, თითქმის 40%–იანი ზრდა, 1,8 ტრილიონ დოლარამდე კი განპირობებულია ფულის განვითარებულ ქვეყნებში შედინებით. ეს მაჩვეებელი სამწლიანი ვარდნის შემდეგ თითქმის გაორმაგდა და 1 ტრილიონს მიაღწია. განვითარებად ქვეყნებში ჩადებული ინვესტიციები კი მხოლოდ 9%–ით გაიზარდა.

 

მონაცემებს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD) აქვეყნებს.

 

ამასთან, UNCTAD–ის პროგნოზით, 2016 წელს ინვესტიციები 10–15%–ით შემცირდება გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპების შესუსტების, გარიგებებზე კონტროლის გაძლიერებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მოგების შემცირების გამო. 2017 წელს კი მსოფლიო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდას გააგრძელებს და 2018 წელს კვლავ მიაღწევს გასული წლის მაჩვენებელს 1,8 ტრილიონ დოლარს.

 

ინვესტიციების უმსხვილესი მიმღებია აშშ, რომელზეც მსოფლიო მასშტაბით ჩადებული 100 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 21,6 დოლარი მოდის. ერთი წლის განმავლობაში აშშ–ში ინვესტიციები 3,5–ჯერ გაიზარდა. თავად ამერიკული ინვესტიციები კი, პირიქით, შემცირდა, თუმცა ქვეყანა მაინც რჩება უმსხვილეს გლობალურ ინვესტორად, რომელიც აფინანსებს მსოფლიოში განხორციელებული თითოეული 100 დოლარის ინვესტიციიდან 20 დოლარზე მეტს.

 

ევროპაში ინვესტიციების ნაკადმა 85%–ით მოიმატა. თავად ამ რეგიონზე კი მთელი გლობალური პირდაპირი ინვესტიციების მესამედზე მეტი მოდის. როგორც Boston Consulting Group–ის ექსპერტები ამბობენ, ოფშორებთან ბრძოლის გამო განვითარებული ქვეყნების კაპიტალი აღმოსავლეთისკენ მიდის, სადაც მათთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოა.

 

განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში ინვესტიციების სამი მეოთხედი აზიაზე მოდის. ამ რეგიონში ჩადებულმა კაპიტალმა15,6 % შეადგინა და 0,5 ტრილიონს გადააჭარბა. აზიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხედი ჩინეთში ჩაიდო. დანარჩენ ქვეყნებში კი ინვესტიციები ან შემცირდა, ან სტაგნაცია განიცადა, რისი მთავარი მიზეზიც ნავთობის ფასების ვარდნაა.


 

ნედლეულის სექტორისადმი ინვესტორების იმედგაცრუება იგრძნობა: მათი კაპიტალის წილი ამ მიმართულებით 2010–2011 წლების 20%–დან 4%–მდე შემცირდა, ახალ პროექტებში განხორციელებული დაბანდებები კი განახევრდა და 5% შეადგინა.

 

UNCTAD–ი ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ამის მიზეზია როგორც ნედლეულის ფასების ვარდნა, ისე სხვა დარგების მომხიბვლელობის გაძლიერება: ამ დარგებს შორისაა მომსახურება და გადამამუშავებელი მრეწველობა.

 

ყველაზე ძლიერად, 38%–ით დაეცა ინვესტიციები გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში დსთ, საქართველო, სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპა. ვარდნა პირველ რიგში რუსეთში განხორციელებული ინვესტიციების სამჯერადი შემცირებითაა გაპირობებული.

 

UNCTAD–ის შეფასებით, რუსეთმა გასულ წელს 9,8 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც 12 წლის მინიმუმია.

 

თავად რუსეთის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადში 2001 წლის შემდგომი პერიოდის მინიმუმზე დაფიქსირდა. UNCTAD–ის შეფასებით, ვარდნა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა გამოწვეული, რასაც 2015 წელს ნავთობის ფასების ვარდნა დაემატა.

 

რუსეთი  პირდაპირი ინვესტიციების მიმღები ქვეყნების ტოპ–20–იდან გავარდა. კერძოდ, გასულ  წელს რუსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 26,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2,5–ჯერ შემცირებული მაჩვენებელია.

 

2015 წელს ორჯერ დაეცა ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთში, სამაგიეროდ უკრაინაში, თითქმის 10–ჯერადი ვარდნის შემდეგ 2014 წლის სამხედრო კონფლიქტის გამო, 2015 წელს 7–ჯერ გაიზარდა და სამ მილიარდ დოლარს მიაღწია.

 

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინება ფაქტობრივად შეწყდა და 4,8 მილიარდი დოლარი შეადგინა 2013 წლის 69 მილიარდის წინააღმდეგ. რუსეთი ფაქტობრივად გავიდა გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბაზრიდან როგორც მიმღები მხარე.

 

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up