მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 16 მილიონზე მეტ ადამიანს დაუსვეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებუთა ჯამურმა რაოდენობამ 16 203 204-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, აღრიცხულია კოვიდინფექციით გარდაცვალების 648 452 შემთხვევა, 9 914 013 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (149 398 ადამიანი), მეორეზე - ბრაზილია (86 496 ადამიანი), მესამეზე - დიდი ბრიტანეთი (45 738 ადამიანი), მეოთხეზე - მექსიკა (43 374 ადამიანი), მეხუთე ადგილზე კი იტალიაა (35 102 ადამიანი).