ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 74 795-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (16 523) და ესპანეთი (13 341).
აშშ-ში ამ დროისთვის 10 943 ადამიანი გარდაიცვალა, საფრანგეთში 8 911, ჩინეთში კი- 3 3331. მსოფლიოში ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 348 430 ადამიანი დაინფიცირდა, 286 567 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge