მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 180 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 164 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი მსოფლიოში ინფიცირების 11.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.4 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30 მილიონი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და თურქეთი მოჰყვებიან.
IPN.GE