ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 34 397 ადამიანს დაუდგინეს, 1 146 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯამში, ვირუსი უკვე 13 062 579 ადამიანს დაუდასტურდა, 572 226 ინფიცირებული გარდაიცვალა, 7 610 598-მა ადამიანმა კი კორონავირუსი დაამარცხა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge