მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 87 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.8 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
IPN.GE