მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2,6 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, COVID 19-მა 183 424 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსის დაძლევა კი 850 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.
ინფიცირების შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაცკორონავირუსის 842 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge