ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 360 860 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალურ მაჩვენებელს, მსოფლიოში ახალი ვირუსით 5 831 165 ადამიანია ინფიცირებული. ამასთანავე, მსოფლიოში კორონავირუსისგან 2 430 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge