მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა. Worldometers - ის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ დაინფიცირდა 22 069 420 ადამიანი, ხოლო მათგან 777 751 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 14.8 მილიონი პირი.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 6.4 მილიონს აჭარბებს. დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 5.6 მილიონი დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 3.3 მილიონი ადამიანია „კოვიდ 19“-ით დაავადებული, მესამე ადგილზე კი ინდოეთია 2.7 მილიონი ინფიცირებულით.
ipn.ge