მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას Worldometers-ი აქვეყნებს. პლატფორმის მონაცემებით, ამ დრომდე კოვიდ-19-ს მსოფლიოში უკვე ემსხვერპლა 1 144 254 ადამიანი.
„ვირუსისგან განიკურნა 31.2 მილიონი პაციენტი. ამჟამად დაინფიცირებულია 9.7 მილიონი ადამიანი. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე - ბრაზილია, მეოთხეზე - რუსეთი და მეხუთეზე - ესპანეთი“, - აღნიშნულია Worldometers-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
IPN.GE