2 481 866 ინფიცირებული და 170 455 გარდაცვლილი- ასეთია კორონავირუსის პანდემიის დღევანდელი სტატისტიკა. მორიგი ანტირეკორდი მოხსნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ერთ დღე-ღამეში იქ კორონავირუსი 28 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და დაავადებულთა რაოდენობა 800 ათასამდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რიცხვი კი, უკვე 42 500-ს აღემატება.
სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლით კი, ევროპაში პირველ ადგილზე, საფრანგეთმა გადაინაცვლა. გასული 24 საათის განმავლობაში, იქ 547 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 300-ს მიაღწია.
7-კვირიანი მკაცრი იზოლაციის შემდეგ, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი შემცირდა იტალიაში. აპენინებზე დღე-ღამის განმვლობაში COVID-19-მა 454 ადამიანი იმსხვერპლა, სულ გარდაცვლილია 24 ათასზე მეტი პაციენტი.
კლების ტენდენცია შეინიშნება დიდ ბრიტანეთშიც. გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 449 ადამიანი დაიღუპა და ჯამში 16 509 შეადგინა. გაერთიანებულ სამეფოში 124 700 ზე მეტი დადასტურებული შემთხვევევაა გამოვლენილი.
შეერთებული შტატების და ევროპის 5 ქვეყნის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტ ინფიცირებულს ახლა უკვე თურქეთი ითვლის. მეზობელ ქვეყენაში ერთ დღეში 4 676 ადამიანი დაინფიცირდა, 123 კი დაიღუპა. თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების რეიტინგში 90 ათასზე მეტი ინფიცირებულით, ირანს გაუსწრო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge