მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

access_time2020-11-26 23:00:11

„კოვიდ-19“ ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა.

 

ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 26 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსის 60 527 292 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 1 423 292 ადამიანი.

 

მთელს მსოფლიოში დღემდე ვირუსი 38 532 900 მა ადამიანმა დაამარცხა.

 

ოთხშაბათს მთელ მსოფლიოში ვირუსის 635 138 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 12 351 ადამიანი დაიღუპა.


 

კორონავირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსის 12 778 256 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 262 283 ადამიანი.

 

ამერიკის შემდეგ მოდის ინდოეთი, სადაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი 9 266 705 ადამიანს დაუდასტურდა. დაღუპულია 135 223 ადამიანი.

 

ინდოეთის შემდეგ მოდის ბრაზილია ექვს მილიონზე მეტი ინფიცირებულით. ბრაზილიაში დაღუპულია 170 769 ადამიანი. შემდეგ მოდის საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია.

 

1tv.ge


თეგები:
covid 19



450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...


მსგავსი სიახლეები

up