ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა.
რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა.
„ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა, თუმცა ტემპერატურა მალევე დაეცა და გოგონა თავს უკეთ გრძნობდა. მომდევნო დღეს, ვაქცინის მეორე დოზის შეყვანსას ისევ ჰქონდა მას სიცხე, თუმცა ამ ეტაპზე იგი თავს კარგად გრძნობს.
„დღეს დილით, მსოფლიოში პირველად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთში დარეგისტრირდა. ვაქცინამ წარმატებით გაიარა ყველა საჭირო შემოწმება. მთავარია, პრეპარატის გამოყენებისას სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მისი ეფექტურობა“, - სახელმწიფო მინისტრებთან ონლაინ კონფერენციისას განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვაქცინა მოსკივის გამალეას ინსტიტუტის მიერ ჩამოყალიბდა. იგი კორონავირუსის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტის ეფექტურ და დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა.
წყარო DW.COM
მომაზადა ანი ცარციძემ