ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მასშტაბით 16 558 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 381 653-ს მიაღწია.ყველაზე რთული ვითარება კვლავ იტალიაშია, სადაც ვირუსისგან 6 077 ადამიანი გარდაიცავალა, 63 927 კი ინფიცირებულია.
სიკვდილიანობის მხრივ, მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც პანდემიას 3 277 ადამიანი ემსხვერპლა. რთული ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 2 311 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge