მსოფლიოში ცნობილი ტირანოზავრის ჩონჩხი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ techcult წერს. ტირანოზავრ „სტენლის“ ჩონჩხი აშშ-ში, ბლეკ ჰილსის უნივერსიტეტში იყო გამოფენილი. ახლა კი აუქციონზე გავა და კერძო კოლექციაში გადაინაცვლებს.
ტირანოზავრს „სტენლი“ პალეონთოლოგ სტენ სეკრისონის საპატივცემულოდ დაარქვეს. სწორედ მან იპოვა ტირანოზავრის ჩონჩხის პირველი ნაწილები 1987 წელს. ტირანოზავრის სიმაღლე 4 მეტრია, ხოლო სიგრძე 12 მეტრი. ტირანოზავრის ჩონჩხი 188 ძვლის ნაწილისგან შედგება და აქამდე ნაპოვნ დინოზავრებს შორის ყველაზე სრულყოფილად ითვლება.
ახლა „სტენლის“ ჩონჩხი ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრში 21 ოქტომბრამდე იქნება გამოფენილი. აუქციონი 6 ოქტომბერს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ „სტენლი“ $6-8 მილიონად გაიყიდება. ამ დრომდე რეკორდი აუქციონზე მდედრმა ტირანოზავრმა „სიუმ“ დაამყარა, რომელიც აუქციონზე 1997 წელს $8,3 მილიონად გაიყიდა.
imedinews.ge