მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში იწყებს ფუნქცონირებას

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში იწყებს ფუნქცონირებას

access_time2020-05-12 12:15:58

გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოში იქმნება, მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე ოფიციალურად ამოქმედდება.


MIT და Harvard-ის მიერ შექმნილ Open Edx-ზე, რომელსაც Stanford, Berckley და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები იყენებენ, ახლა უკვე საქართველოში შექმნილი, გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა დაშენდება. Edx-ს ანვითარებენ Google, IBM, Microsoft და სხვა მეგაკორპორაციები და მას მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.


Open Edx-ის ახალი ქართული პლატფორმა ქართულენოვანი მასალით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მალე გახდება. Edx-ისგან განსხვავებით, ქართული პლატფორმა უფრო ფართო ფორმატისაა და მასზე განთავსებული მასალა წარმოდგენილი იქნება ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების და მონოგრაფიების, სტატიების, პოდკასტების და სხვა სახით. მასალაზე იქნება ღია წვდომა და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მისთვის სასურველ სფეროში გაიაროს ონლაინ პროგრამები, ჰიბრიდული პროგრამები, თვითგანვითარების პროგრამები, ინსტუქტორის მიერ გამართული პროგრამები ან/და სასერტიფიკატო პროგრამები. საგანმანათლებლო მასალა შექმნილი იქნება როგორც კლასიკური სწავლების, ასევე თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების შესაძლებლობლების სრული გამოყენებით.


პლატფორმაზე მასალას წარადგენენ როგორც ქართველი, ასვე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მაღალი, საერთაშორისო დონის კველევებში. ამ მიზნით, პორტალთან აქტიურად ითანამშრომლებენ უცხოეთში მომუშავე ქართველი მეცნიერები. პლატფორმა აგრეთვე გამოიყენებს პარტნიორების მიერ ქართულ ენაზე უკვე თარგმნილ და ადაპტირებული პროდუქტებს (ფილმებს, გადაცემებს, საჯარო ლექციებს და ა.შ), და სხვადასხვა დარგის სამეცნიერო პოპულარულ და შემეცნებით ლიტერატურას, ასევე შეიქმნება ახალი მიზნობრივი პროდუქტები, მიმართული სხვადსხვა მოთხოვნილების და დონის აუდიტორიისთვის.



Open Edx-ის ქართული პლატფორმის სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდება საერთაშორისო უმაღლესი დონის მეცნიერებისგან, რომელიც განსაზღვრას პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს.


პროექტის პარტნიორები არიან: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და BTU AI, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პალიტრა ჯგუფი და გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია სილქნეტი და სილქ TV, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა.


,,Covid-19-ს პანდემიის გავრცელებამ, ხაზგასმით გამოკვეთა ელექტრონული სწავლების ინდუსტრიის სწრაფი განვითარების საჭიროება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პროექტის მიზანია, ინტერნეტ სივცეში ერთიანი ქართული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც გააერთიანებს მაღალი ხარსხის საგანმანათლებლო კონტენტს და იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.’’ - მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


bpn.ge


თეგები:
განათლება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up