მსოფლიოში ავტოსტოპის სტარტაპები პოპულარული ხდება – გამონაკლისი არც საქართველოა

მსოფლიოში ავტოსტოპის სტარტაპები პოპულარული ხდება – გამონაკლისი არც საქართველოა

access_time2016-02-20 12:04:00

ამერიკელები ავტოსტოპს იშვიათად იყენებენ. უფრო კონკრეტულად, 70-იან წლებში აღნიშნული სერვისით ამერიკელების 20% სარგებლობდა, ახლა კი მათი რაოდენობა განახევრებულია. ამის პარალელურად, ევროპაში  ავტოსტოპის ცნობილი აპლიკაცია, BlaBlaCar-ი $1.5 მილიარდი ღირს - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.


გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ში, სადაც საწვავი გაცილებით იაფია, არ შექმნილა ისეთი მასობრივად გავრცელებული აპლიკაცია, რომელიც შორეული მოგზაურობისთვის მძღოლებსა და დამგზავრების მსურველებს დააკავშირებდა. ერთ-ერთი მცდელობა იყო Zimride, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა და კოლეჯის სტუდენტებზე იყო გათვლილი, თუმცა მისი მასშტაბები მცირე იყო.


გასულ წლებში ავტოსტოპის სტარტაპები უფრო პოპულარული გახდა. „უცხო ადამიანთან ერთად მგზავრობა სიგიჟე აღარ არის. Zimride 2007 წლის ნაცვლად 2014-ში რომ შექმნილიყო, ის დიდ წარმატებას მიაღწევდა,“–განაცხადა ჯონათან შედოუმ. ერთი წლის წინ შედოუმ თავის ძმასთან ერთად სან-ფრანცისკოში დააარსა კომპანია, სახელწოდებით Scoop. სოციალური მედიის საშუალებით კიდევ ერთი კომპანია, Hovee, დამგზავრების მსურველებს  აკავშირებს ავტომობილების მფლობელებთან.



Transportation Sustainability Research Center-ს ერთ-ერთი დირექტორის, სუზან შაჰინის განცხადებით, აპლიკაციებს ავტოსტოპებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია. სულ მცირე, იგი დაგეგმვის დროს ამცირებს. თუმცა, მთავარი პრობლემა არის გარანტია, რომ მძღოლი მოლაპარაკებისამებრ მგზავრებს ადგილზე დაგხვდება, – აცხადებს ავტოსტოპის სერვის Carma-ს დამაარსებელი პოლ შტაინბერგი. „ავტოსტოპი ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად იწყება, თუმცა მძღოლს ბოლო წამს შეუძლია გადაიფიქროს, რაც ყველაფერს ერთიანად აფუჭებს,“ – აღნიშნა მან.


მსგავსი პრაქტიკით საქართველოშიც სარგებლობენ. ევროპაში ფართოდ გავრცელებულ BlaBlaCar.com-ს ქართული ვერსია არ აქვს, თუმცა აღნიშნული საიტზე მომხმარებელს რეგისტრაცია და განცხადების განთავსება (მაგალითად, თბილისი-ბათუმი) უცხო ვალუტაში შეუძლია. 

 

ამასთან, საქართველოში არსებობს საიტი damemgzavre.ge, რომლის საშუალებითაც საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში მიმავალი მძღოლები მსურველებს შეთავაზებას უკეთებენ. მათ შეთავაზებაში აღნიშნულია, შეუძლია თუ არა პოტენციურ მგზავრს ცხოველის წაყვანა, ნებადართულია თუ არა მოწევა და ა.შ. რაც შეეხება ტარიფებს,  მაგალითად, ამ სერვისის საშუალებით შესაძლებელია თბილისიდან ქუთაისში 5 ლარად,  ბაკურიანში კი 15 ლარად ჩასვლა. 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up