„მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც დახმარების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს და გამონაკლისი არც საქართველოა"

„მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც დახმარების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს და გამონაკლისი არც საქართველოა"

access_time2017-04-06 16:56:43

"მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით მანიპულირებას" - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე პარტია „ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას.

 

„მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც დახმარების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს და გამონაკლისი არც საქართველოა. სოციალური დახმარების დანიშვნისა და მოხსნის პროცესი, ისევე როგორც ოჯახების გადამოწმების პროცესი -არის მუდმივი. ყოველთვიურად ათასობით ადამიანს ენიშნება და უჩერდება სოციალური დახმარება.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი აგვისტოში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, გადამოწმების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

 


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ის აზრი, თითქოს გარკვეული თანხების დაზოგვა ხდება ამ მიმართულებით. საბიუჯეტო პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველა ეს რესურსი მიემართება მიზნობრივად სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ და ხმარდება მხოლოდ სოციალურ პროგრამებს.

 

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი სოციალური პროგრამების მეშვეობით ამ ადამიანებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა სოციალური სერვისი. 2016 წელს აქტიურად მოწმდებოდა როგორც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები, ასევე ბაზაში რეგისტრირებული , მაღალქულიანი ოჯახები, ასევე ის პირებიც, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულები ბაზაში და პირველადი განაცხადით მომართეს სააგენტოს. ამას დაემატა ის ადამიანებიც, რომელთაც გაუვიდათ ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების 1 წლიანი ვადა და ხელახალი გადამოწმება მოითხოვეს. ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის კლება ან ზრდა არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან რაც ზოგადად ახასიათებს ამ პროგრამას. 2015-2016 წლებში ბაზაში რეგისტრირებული საკმაოდ დიდი მასის გადამოწმება მოხდა, ამჟამად მიმდინარეობს გადამოწმება გეგმა გრაფიკით და ამ ოჯახებს შორის ბევრია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი", - განაცხადა სოფრომაძემ.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „მეექვსე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბრიდან დღემდე შემწეობა 53 000 მოქალაქეს მოეხსნა, აქედან 17 000 პენსიონერია, 7 000 კი ბავშვი. 53 000 შემწეობამოხსნილი მოქალაქიდან 43 000 სოფლად ცხოვრობს.

 



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up