მსოფლიოში 8 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას უდრის

მსოფლიოში 8 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას უდრის

access_time2017-01-16 20:30:48

მსოფლიოს რვა უმდიდრეს ადამიანს იმდენივე ქონება აქვს, რაც 3.6 მილიარდ ადამიანს ერთად, რომლებიც მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC Oxfam-ის კვლევაზე An economy for the 99 percent–ზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დისბალანსი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, წინა მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტია და მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზარდა. 

 

 

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 8 მილიარდერი:


ბილ გეითსი (აშშ) - Microsoft-ის დამფუძნებელი ($75 მლრდ)

 

არმანსიო ორტეგა (ესპანეთი) - Zara-ს დამფუძნებელი (67მლრდ)

 

უორენ ბაფეტი (აშშ) - Berkshire Hathaway-ის უმსხვილესი აქციონერი ($61.8მლრდ)

 

კარლოს სლიმი (მექსიკა) - Grupo Carso -ს მფლობელი ($50 მლრდ)

 

ჯეფ ბეზოსი (აშშ) - Amazon-ის დამფუძნებელი და დირექტორი ($45.2 მლრდ)

 


მარკ ცუკენბერგი (აშშ) - Facebook-ის დამფუძნებელი ($44.6 მლრდ)

 

ლარი ელისონი (აშშ) - Oracle-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ($43.6 მლრდ)

 

მიშელ ბლუმბერგი (აშშ) - Bloomberg-ის მფლობელი ($40 მლრდ)

 

 

 

 

როგორ Oxsfam–ის კვლევაშია აღნიშნული, ამ 8 ადამიანის ჯამური კაპიტალი 3,6 მლრდ. ადამიანის ჯამურ ქონებას უდრის.

 

კვლევის მიხედვით, ამ 8 უმდიდრესი ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ათობით მილიარდ დოლარს ქველმოქმედებაში დებენ. 2000 წელს ბილ გეითსმა მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომლის ანგარიშზე 44 მილიარდია. 2015 მათ პირობა დადეს, რომ მოგების 99%-ს სწორედ ქველმოქმედებას მოახმარენ.

 

ორგანიზაცია Oxfam, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრაზე მუშაობს, მსგავსი სახის ანგარიშებს ბოლო ოთხი წელია აქვეყნებს.

 

ამასთან, Oxfam-ს მკვლევარების აზრით, 25 წელიწადში მსოფლიოში შესაძლებელია პირველი ტრილიონერის გაჩენა. ამავე დროს მსოფლიოს ყოველ მე-10 ადამიანს აქვს დღეში 2 დოლარზე ნაკლები.

 

2016 წლის ბოლოს Bloomberg-ის ინფრომაციით, მილიარდერების ჯამური კაპიტალი გაიზარდა 237 მილიარდით და მიაღწია 4,4 ტრლნ. დოლარს.

 

 

 

 

 

 

 



ლარმა ვარდნა განაახლა - კურსი 3.44-ს გადასცდა

ლარმა ვარდნა განაახლა - კურსი 3.44-ს გადასცდა
access_time2021-04-14 12:46:19
მცირეხნიანი დასტაბილურების შემდეგ ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 14 აპრილს 12:30 სთ-ზე 3.4450-ად ივაჭრება, რაც ოფიციალურ კურსს 2.15 თეთრით აღემატება. წლის დასაწყისში კურსი - 3.2766-ს უდრიდა, ლარი სწორედ ამ დროს იყო ყველაზე მყარი. 1 თვის შემდეგ დოლარის ღირებულება 3.3026-მდე გაიზარდა, 2 თვის შემდეგ 3.3255-მდე. მაქსიმალურ - 3.4464-იან მაჩვენებელს კი 1-ელ აპრილს მიაღწია, ერთ კვირაში 4 თეთრით გამყარდა, მაგრამ გამყარება დროებითი...

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება
access_time2021-04-14 12:09:18
„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.   ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.   „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და...

ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა

ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up