მსოფლიოში 2020 წლის მგზავრთნაკადი 2003 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა

მსოფლიოში 2020 წლის მგზავრთნაკადი 2003 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა

access_time2021-01-22 09:00:00

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) განცხადებით, 2020 წელს საერთაშორისო სამგზავრო ავიაგადაზიდვების მოცულობა 60%-ით შემცირდა და 2003 წლის დონეს დაბრუნდა.



ექსპერტების აზრით, 2021 წელი ბევრად უკეთესი არ იქნება.



ICAO-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წელს მგზავრთნაკადის საერთო რაოდენობა 60%-ით შემცირდა. პანდემიის პირველ წელს საჰაერო ტრანსპორტით 1,8 მლრდ-მა მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2019 წლის მაჩვენებლები 4.5 მლრდ მგზავრი იყო.



COVID-19-ის პანდემიის შედეგად 2020 წელს ავიაკომპანიების ფინანსურმა ზარალმა 370 მლრდ დოლარი შეადგინა.


იმავდროულად, აეროპორტებმა და საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა 115 მლრდ და 13 მლრდ დოლარი დაკარგეს.




ICAO–ს ანალიზი ადასტურებს იმას, რაც ავიაციის ინდუსტრიას პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა. COVID-19-ის ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, რამდენიმე ქვეყნის საავიაციო ბიზნესი დაზარალდა, თუმცა ვირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელებისა და პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული რეგულაციები დააწესა და ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს.



2020 წლის აპრილი საავიაციო ინდუსტრიისთვის ყველაზე რთული და ცუდი პერიოდის დასაწყისი აღმოჩნდა. 2019 წელთან შედარებით ტრაფიკი 92%-ით შემცირდა. ზაფხულიდან ფრენების ნაწილობრივი და ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო. თუმცა ამ პერიოდმაც მცირე ხანს გასტანა, რადგანაც სექტემბრიდან ქვეყნებს ხელახალი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესება მოუხდათ.



ICAO-ს მონაცემებით, ზოგიერთი ქვეყნების მაგალითზე შიდა ტრაფიკმა დადებითი ტენდენცია აჩვენა კიდეც. რუსეთისა და ჩინეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ შიდა რეისები მალევე აღდგა და პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს გაუტოლდა კიდეც.



საერთო ჯამში, შიდა სამგზავრო მიმოსვლა მსოფლიოში 50%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ტრაფიკი 74% ით შემცირდა.




avianews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up