მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

access_time2021-04-14 20:25:28

პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია.


თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.

 

IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.

 

2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს დარგი პირველობას მხოლოდ ფინანსებს და ინვესტიციებს უთმობს  - 371.

 

მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, IТ-მეწარმეთა ჯამური ქონება ნებისმიერ სხვა სექტორს აღემატება - მეორე ადგილზეა ვაჭრობა (1,7 ტრლნ.) და მხოლოდ მესამეზე - ფინანსები და ინვესტიციები - 1,5 ტრლნ. დოლარი.

 

Forbes-ის მილიარდერთა სიის მთავარი ლიდერები  სწორედ მაღალ ტექნოლოგიებში საქმიანობენ - მხოლოდ 20 უმსხვილესი IТ-მილიარდერი 1,2 ტრლნ. დოლარის ქონებას ფლობს, რაც ამ დაგში მილიარდერთა ჯამური აქტივების 50%-ა.

 

მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანდან 8 და ამავე დროს 10-დან 6 სწორედ მაღალტექნოლოგიურ სექტორს მიეკუთვნება.

 

IТ-მილიარდრთა უმრავლესობა დღესაც ამერიკელია, თუმცა, სწრაფად ზრდადი ჩინური ინტერნეტ-სექტორი სულ უფრო მეტადაა წარმოდგენილი რეიტინგში. 20 უმდიდრესი IТ-მილიარდერიდან 9 ჩინელი, მაშინ,  როდესაც 2020 წელს მხოლოდ 6 იყო.

 

1.ჯეფ ბეზოსი, ქვეყანა - აშშ, ქონება - 177 მლრდ. დოლარი, სიმდიდრის წყარო -  Amazon


წლის ბოლოსთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი საკუთარი კომპანიის გენერალური დირექტორი აღარ იქნება.  

 

მისი თქმით, ის ყურადღების კონცენტრაციას სხვა პროექტებზე მოახდენს - ისეთებზე, როგორც კოსმოსური კომპანია  Blue Origin, გაზეთი  The Washington Post და რამდენიმე საქველმოქმედო ფონდია.

 

2.ბილ გეითსი, ქვეყანა - აშშ, ქონება - 124 მლრდ. დოლარი, Microsoft


გეითსის კაპიტალი 26 მლრდ. დოლარით გაიზარდა, რაც მისი კომპანიების აქციების 66%-ით გაძვირების შედეგი გახდა.


 

მილიარდერი ასევე აქტიური ქველმოქმედია.

 


3. მარკ ცუკერბერგი, ქვეყანა - აშშ, ქონება -  97 მლრდ. დოლარი,  Facebook


ცუკერბერგის სოციალური ქსელი პანდემიის პირობებში ურთიერთობის მთავარ პლათფორმად რჩება, თუმცა, ის კრიტიკის ობიექტი სულ უფრო ხშირად ხდება.

 

მის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს - მაგალითად, Facebook-ში ექსტრემისტული მოწოდებების და ანტიმონოპოლური კანონმდებლობის დარღვევის კუთხით.

 


4. ლარი ელისონი, ქვეყანა - აშშ, ქონება -  93 მლრდ. დოლარი,  Oracle


ლარი ელისონი იყო პირველი მილიარდერი, რომელმაც თავისი კომპანია  სილიკონის ველიდან ტექასში, ქალაქ ოსტინში გადაიტანა.

 

2012 წელს მილიარდერმა 300 მლნ. დოლარადად ჰავაიების ერთ-ერთი კუნძული შეიძინა და დღესაც იქ ცხოვრობს.

 


5. ლარი პეიჯი, ქვეყანა - აშშ, ქონება -  91,5 მლრდ. დოლარი, Google


2019 წლიდან Google-ის დამაარსებლებმა ჩრდილში გადაინაცვლს და თავიანთი კომპანიის მართვიდან გავიდნენ.  თუმცა, პეიჯი და მისი კოლეგა სერგეი ბრინი კომპანიის აქციათა 50%-ს კვლავ ფლობენ, რაც მათ კომპანიის ყველა გადაწყვეტილებაზე კონტროლს ანიჭებს.

 


6. სერგეი ბრინი, ქვეყანა - აშშ, ქონება -  89  მლრდ. დოლარი, Google

ყველაზე წარმატებული საძიებო სისტემის დამაარსებელი და მისი კოლეგასთან ლარი პეიჯთან ერთად აქციათა 50%-ს კვლავ ფლობენ, რაც მათ კომპანიის ყველა გადაწყვეტილებაზე კონტროლს ანიჭებს.


 

7. სტივ ბალმერი, ქვეყანა - აშშ, ქონება -  68,7 მლრდ. დოლარი, Microsoft

მეწარმე და ბილ გეითსის საქმიანი პარტნიორი ასევე აქტიური    ქველმოქმედია - 2020 წელს მისმა ფონდმა Ballmer Group-მა პანდემიასთან ბრძოლაზე 54 მლნ. დოლარი დახარჯა.

 


8. მა ხუატონი, ქვეყანა - ჩინეთი, ქონება -  65,8 მლრდ. დოლარი, Tencent


მა ხუატონის ბიზნესი დარტყმის ქვეშ იმის შემდეგ აღმოჩნდა, რამ ჩინეთის მთავრობამ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური კომპანიების გავლენის შემცირება დააპირა. თუმცა, Tencent-მა კომპიუტერული თამაშების წარმოებაში დიდ წარმატებებს მიაღწია, რის წყალობითაც ხუატონი ჩინეთს უმდიდრესი  IТ-მეწარე გახდა,  და ქვევნის მილიარდერთა სიაში მე-2 ადგილი დაიკავა.

 


9. კოლინ ჩჟენ ხუანი, ქვეყანა - ჩინეთი, ქონება -  55,3 მლრდ. დოლარი,  Pinduoduo

ონლაინ-დისკაუნტერი Pinduoduo-ს დამფუძნებელი 2020 წელს 38, 8 მლრდ. დოლარით გამდიდრდა. დაარსებიდან 6 წლის შემდეგ მისი კომპანია ჩინეთის უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლათფორმა გახდა.

 


10. სკოტ მაკენზი, ქვეყანა - აშშ, ქონება -  68,7 მლრდ. დოლარი,  Amazon

ჯერ ბეზოსის ყოფილი მეუღლე გაყრის შემდეგ საოცრად გამდიდრდა  - მან ქმრისგან კომპენსაციის სახით Amazon-ის აქციების მსხვილი პაკეტი მიიღო, და ამით უმდიდრესი IТ-მეწარმეების სიაში მე-10 ადგილი დაიკავა.

 

 FORBES.COM


თენგიზ აბლოთია


თეგები:
forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up