მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები  - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები - Forbes-ის ტოპ-10

access_time2021-05-18 20:00:37

ბოლო 12 თვის მანძილზე მსოფლიოს 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა 1,05 მლრდ. დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 28%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს

 

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

 

1.კონორ მაკგრეგორი -180 მლნ. დოლარი

 სპორტის სახეობა - შერეული ორთაბრძოლები,

 ხელფასი და ჰონორარები - 22 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 158 მლნ. დოლარი

 ასაკი - 32 წელი

მოქალაქეობა - ირლანდია

2020 წელის იანვარში მაკგრეგორის გამოჩენა რვაკუთხეში ტრიუმფალური არ ყოფილა - მან პირველი ბრძოლა ამერიკელ დასტინ პორიესთან წააგო.

 

თუმცა, სპორტი მისი შემოსავლების ერთად-ერთი წყარო არაა - 2021 წელს მას მნიშვნელოვანი მოგება  - 150 მლნ. დოლარი - ვისკის მწარმოებლის Proper No.-ს აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვამ მოიტანა.

 

მას ასევე სარეკლამო კონტრაქტები ტანსაცმლის მწარმოებელ Roots of Fight–თან და ვიდოეთამაშ Dystopia: Contest of Heroes-სთან აქვს.

 

 

2. ლიონელ მესი - 130 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - ფეხბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 97  მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 33 მლნ. დოლარი

 ასაკი - 33 წელი

მოქალაქეობა - არგენტინა

 

ძირითადი შემოსავლის გარდა, მესის სამუდამო კონტრაქტების Adidas-სთან და ტანსაცმლის მწარმოებელ ჯინი ჰილფიგერთან აქვს. ის ასევე  Lay’s, Pepsi-ს და სხვა მსხვილი ბრენდებთან თანამშრომლობს.

 

 

3. კრიშტიან რონალდუ, 120 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - ფეხბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 70 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 50 მლნ. დოლარი

 ასაკი - 36 წელი

მოქალაქეობა - პორტუგალია

რონალდუ მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 2021 წლის თებერვლისთვის სოციალურ ქსელებში  Facebook, Instagram და  Twitter-ში 500 მლნ ხელმომწერი შეაგროვა, მარტში კი გატანილი გოლების კუთხით პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიელმა 767 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიელმა - 770.

 

მისი 4-წლიანი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ წელიწადში 64 მლნ. დოლარი ღირს, და 2022 წლამდე მოქმედებს,

 

მას ასევე სამუდამო კონტრაქტი Nike-თან და წილი ტანსაცმლის მწარმოებელ   CR7-ში აქვს. ის ასევე სასტუმროებს და სატრენაჟორო დარბაზებს ფლობს.

 

 

4. დაკ პრესკოტი - 107 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - ამერიკული ფეხბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 97,5 მლნ. დოლარი


 სარეკლამო კონტრაქტები - 10 მლნ. დოლარი

 ასაკი - 27  წელი

მოქალაქეობა - აშშ

„Dallas cowboys”-ის ვარსკლავი ტრავმის შემდეგ დიდ სპორტში ბრუნდება, და მას სასიამოვნო ბონუსი ელის - 4-წლიანი კონტრაქტის გაგრძელება, რომლის მთლიანი ღირებულება 160 მლნ. დოლარია.

 

პრესკოტი ასევე ტექასში რესტორნების ქსელ Walk-On-ში  ინვესტირებას გეგმავს

 

 

5. კევინ დიურანტი

სპორტის სახეობა - კალათბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 31 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 44 მლნ. დოლარი

 ასაკი - 32 წელი

მოქალაქეობა - აშშ

სპორტთან ერთად დიურანტი 2021 წელს მედიამგანატიც გახდა - მისი კომპანია Thirty Five Ventures-ს წყალობით, რომელიც შოუ-ბიზნესზე დოკუმენტურ ფილმებს და სერიალებს იღებს.

 

ასევე, 2020 წელს მან საკალათბურთო კლუბი „ფილადელფია“ შეიძინა.

 

 

6. ჯეიმს ლებრონი - 96,5 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - კალათბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 31,5 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 65 მლნ. დოლარი

 ასაკი - 36 წელი

მოქალაქეობა - აშშ

2020 წელი  ლებრონისთვის ძალიან წარმატებული იყო - მან NBA-ში შემოსავლის კუთხით რეკორდი მოხსნა.

 

ის აქტიური არა მხოლოდ სპორტშია - კალათბურთელმა მთავარი როლი ფილმში Space Jam: A New Legacy-ში შეასრულა, და PepsiCo-სთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა.

 

მან ასევე შეიძინა მცირე წილი სპორტულ საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც საკალათბურთო კლუბ „Boston red socks”-ს და ინგლისურ საფეხბურთო გრანდს  “Liverpool”-ს ფლობს.

 

 

7. ნეიმარი - 95 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - ფეხბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 76 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 19 მლნ. დოლარი

 ასაკი - 29  წელი

მოქალაქეობა - ბრაზილია

ნეიმარს Facebook, Instagram და  Twitter-ში 282 მლნ. ხელმომწერი ყავს, და ის სოციალურ ქსელებში პოპულარობით მსოფლიოში მესამე ფეხბურთელია კრიშტიან რონალდუს და ლიონელ მესის შემდეგ.

 

მან ასევე ხელი Puma-სთან სარეკლამო კონტრაქტს მოაწერა. 2021 წელს კომპანია

Epic Games ნეიმარი თამაშ Fortnite-ის პერსონაჟებს შორის შეიყვანა.

 

 

8. როჯერ ფედერერი - 90 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - ჩოგბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 0.03 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 90 მლნ. დოლარი

 ასაკი - 39 წელი

მოქალაქეობა - შვეიცარია

მუხლის ტრავმის გამო ფედერერმა თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა, და მისი სპორტული შემოსავლები თითქმის ნულოვანია.

 

თუმცა, მან 90 მლნ. დოლარი სარეკლამო კონტრაქტების წყალობით მიიღო - მის პარტნიორების შორის არიან Rolex, Credit Suisse და  Uniqlo.

 

 

9. ლიუს ჰემილტონი - 82 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - „ფორმულა-1’

 ხელფასი და ჰონორარები - 70 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 12 მლნ. დოლარი

 ასაკი - 36 წელი

მოქალაქეობა - ბრიტანეთი

2020 წელს Mercedes-ის პილოტი „ფორმულა-1“-ს ჩემპიონი მე-7-დ გახდა.

 

მისი შემოსავლის წყარო ასევეა სარეკლამო კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან, როგორც Tommy Hilfiger, Monster Energy და Puma. 

 

 

10. ტომ ბრედი - 45 მლნ. დოლარი

სპორტის სახეობა - ამერიკული ფეხბურთი

 ხელფასი და ჰონორარები - 45 მლნ. დოლარი

 სარეკლამო კონტრაქტები - 31 მლნ. დოლარი

 ასაკი - 43  წელი

მოქალაქეობა - აშშ

43 წლის სპორტსმენისთვის 2020 წელი კარიერაში ყველაზე მომგებიანი გახდა.

 

ის ასევე წარმატებული ბიზნესმენია და ველნესბრენდ TB12- და კინოკომპანიას ფლობს.

 

 

forbes.ru


თენგიზ აბლოთია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up