მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს

access_time2020-01-24 12:19:12

თიბისი ბანკმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.


ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა.


„მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ბანკის ბაზრის წილი 49%-ია. წლების განმავლობაში თიბისი ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.



„თიბისი ბანკი გამარჯვებულად ვაჭრობის დაფინანსების სექტორში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უწყვეტი განვითარებისთვის დასახელდა", - განაცხადა Euromoney-ს რედაქტორმა, კლაივ ჰორვუდმა.


Global Finance-ისა და Euromoney-ს გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ბანკს - როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა – EBRD, ADB, Commerzbank.


Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას აქვეყნებს. წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს. Euromoney-ს მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის" მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს, 1992 წელს დაარსდა და ის პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო საერთაშორისო საბანკო ინდუსტრიაში.


ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up