მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ - Global Finance თიბისი 4 მიმართულებით საუკეთესოდ აღიარა

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ - Global Finance თიბისი 4 მიმართულებით საუკეთესოდ აღიარა

access_time2020-11-24 12:05:26

თიბისიმ, მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.


თიბისი მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორაციულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.


საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.


"წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან", - ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.


ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, თიბისი საუკეთესო ბიზნეს და კორპორატიულ ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ ევროპაში. თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკმა 2020 წელს არაერთი პროდუქტული და სერვისული სიახლე დანერგა, ასევე ისეთი ხელსაწყოები, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.



თიბისიმ ქვეყნის მასშტაბითაც მოიპოვა 2 ჯილდო.


საერთაშორისო გამოცემამ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.


წელს თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდა და გამოწერის ინოვაციური მოდელი დანერგა. ახალი კონცეფცია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე უფრო მეტადაა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი და ხშირად გამოყენებადი მომსახურებებისა და პროდუქტების ნაკრები გამოიწერონ.


თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო პროვაიდერადაც დასახელდა. საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ვალუტის გაცვლითი ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.


„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ, რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ციფრული კომუნიკაციების, პერსონალური საბანკო მომსახურების, ბიზნესებისთვის შექმნილი ინტერნეტბანკისა და ვალუტის გაცვლითი სერვისების მიმართულებებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. აღნიშნული ჯილდოები ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. თიბისი სრულიად მზად აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე და ოპერაციების კუთხით შეფერხება არ გვქონია. თიბისი, როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს უჭერს თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.


(R)

თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up