მსოფლიოს წამყვანი იურიდიული ფირმის ადვოკატი: „პანორამა თბილისი“ ძველ თბილისს შთანთქავს

მსოფლიოს წამყვანი იურიდიული ფირმის ადვოკატი: „პანორამა თბილისი“ ძველ თბილისს შთანთქავს

person access_time2016-05-16 11:37:57

მსოფლიოს წამყვანი იურიდიული ფირმის ადვოკატი საქართველოს ბუნებით 22 წლის წინ მოიხიბლა. DLA PIPER-ის ადგი ლობრივი ოფისის მრჩეველი და ყოფილი მმართველი პარტნიორი თბილისის ისტო რიული არქიტექტურის ქომაგი და დამცველია. თედ ჯონასი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობასა და მის წინა შე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს.


– თბილისის არქიტექტურის განვითარების საკითხებში აქტიურად მას შემდეგ ჩაერთეთ, რაც ორი წლის წინ DLA Piper-ში მმართველი პარტნიორის პოსტი დატოვეთ და ფირმაში მრჩევლად დარჩით. რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება? 


– გზა ახალგაზრდა ქართველ იურისტებს დავუთმე. DLA Piper-ის საქართველოს ოფისის მმართველი პარტნიორის პოზიციაზე ცხრა წელი ვიმუშავე. ჩემი საადვოკატო პრაქტიკა ჯამში 25 წელს ითვლის. 53 წლის ასაკში, სანამ ჯერ ისევ ახალგაზრ და ვარ, მსურს მეტი დრო დავუთმო მომავალი თაობების თვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველოს ბუნების სილამაზით და ქვეყნის ისტორიული წარსულით კვლავ იამაყონ. ამავდროულად, ფირმის საქ მიანობაშიც აქტიურად ვარ ჩართული, თუმცა – შემცირებუ ლი სამუშაო საათებით. კომპანია საიმედო ხელშია: ოთარ ყიფშიძე – DLA Piper-ის ადგილობრივი ოფისის მმართველი პარტნიორი, ავთო სვანიძე – პარტნიორი კორპორაციული სამართლის საკითხებში, ნინო სუქნიძე – დირექტორი ფინანსური სამართლის საკითხებში და ზურა ქილიფთარი – დირექტორი  სასამართლო დავების მიმართულებით – ეს არის პროფესიონალთა გუნდი ერთად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილებით. ყველაზე ძლიერი ქართული იურიდიული კომპანიაც კი ვერ შეედრება DLA Piper-ს, საერთაშორისო სტანდარტების მომსახურების უპირატესობა სასწორის პინას ჩვენ სასარგებლოდ ხრის.


როგორ შეაფასებდით თბილისში მიმდინარე მშენებლობებს? 


– თბილისი კარგავს სიმწვანეს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქგეგმარების პროექტი არ არსებობს; უკონტროლო მშენებლობები ისტორიულ ქალაქს ნელ-ნელა სტამბოლად აქცევს, რომლის არქიტექტურასაც თვითმყო ფადობა დაკარგული აქვს. ის, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ქალაქისთვის კომუნისტებსაც კი არ უკადრებიათ; რადგან დასავლეთისკენ ვისწრაფვით, ხომ არ აჯობებს, ევრო პის დედაქალაქების განვითარების ისტორიას გადავხედოთ? მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიდერლანდების მთავ რობამ გადაწყვიტა, დაენგრია არსე ბული შენობები და მათ ადგილას თა ნამედროვე სოციალისტური სტილის მშენებლობები წამოეწყო, რასაც წინ ბიზნესსექტორი აღუდგა. Heineken-ის, Amstel-ის და სხვა მსხვილი კომპანიე ბის ძალისხმევის შედეგად განახლდა მთავარი ინდუსტრიული შენობა-ნა გებობები, საცხოვრებელი სახლები, შემუშავდა ქალაქგეგმარების პრო ექტი, რომელიც ახალ მშენებლობებს მხოლოდ ქალაქის გარეუბნებში ითვალისწინებდა, ამსტერდამის ცენტრი კი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ამას თბილისში გააკეთებ და, ჩემი აზრით, თემურ უგულავაა. მისი ყველა პროექტი გემოვნე ბით არის შესრულებული. ძალიან მომწონს თემურის სასტუმრო Rooms-ი, კარგად არის დაგეგმილი Intercontinental-ი. თუმცა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს; საქართველოს 10-15 თემურ უგულავა სჭირდება. შუაგულ ქალაქში კი რა ხდება? ძველ თბილისს, სადაც დედაქალაქის იერსახე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, „პანორამა თბილისი“ შთანთქავს. პროექტის განხორ ციელებით თბილისის ეს ისტორიული უბანი იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში მოხვედრის შანსს კარგავს. გავბედავ და ვიტყვი, რომ „პანორამა თბილისი“ არც კომერციულადაა მომგებიანი, იმავე 500 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება ქალაქის ურბანულ განვითარებაში გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა. ტურისტები თბილისში სწორედ რომ სიძველეების სანახავად ჩამოდიან. რატომ სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები ამსტერდამ ში, ბერლინში, პარიზში? 


ამ ქალაქებში მათ ისტორია აინტერესებთ. თბილისს ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი პოტენციალი, დარჩეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ ქალაქად. ცალკე განხილვის თემაა ავტომობილებით გადატვირთული თბილისის ქუჩები. დედაქალაქში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ამ პრობლემის არსებობა ლოგიკურია, თუმცა საკითხის მოგვარებას ქალაქის ტოპოგრაფია ართულებს, რომელიც დამატებითი გზების მშენებლობის საშუალებას არ იძლევა.


– თბილისის განვითარების პროექტებზე რომელიმე ორგანიზაციასთან თუ თანამშრომლობთ?


– ამ ეტაპზე საკითხის შესწავლით ვარ დაკავებული, თუმცა აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ჩამოყალიბებას არ გამოვრიცხავ; ამ საკითხებზე მუშაობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან ,,პარტიზანული მებაღეობა” და “ტფილისის ჰამქარი”, მე მათ ღონისძიებებში ვმონაწილეობ. ასევე, მქონდა ბედნიერება ურბანულ თემებზე კონსულტაციებისთვის შევხვედროდი ქართველ ექსპერტებს თამარ ამაშუკელს და ირაკლი ჟვანიას. სამომავლოდ ვფიქრობ ერთად შევკრიბო სამოქალაქო ორგანიზაცების და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ჩამოვაყალიბოთ ქალაქის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთო ხედვა. ყველაფერს ხელისუფლება საკუთარ თავზე ვერ აიღებს. ბო ლო 25 წელიწადია, ქართველი ერი კაპიტალიზმში ცხოვრებას სწავლობს, რაც რთული და გამოწვევებით აღსავსე პროცესია. მთავრობაზე დამოკიდებულება წარსულს ჩაჰბარდა, ხალხმა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოს.


– „კავკასიის ბუნების ფონდის“ საქმიანობას როგორ შეაფასებდით? 



– საქართველოს ულამაზეს ბუნებას გაფრთხილება სჭირდება. როგორც „კავკასიის ბუნების ფონდის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ვცდილობ, ფონდიდან დაფინანსება ქვეყნისთვის სასარ გებლო პროექტებისთვის მოვიზიდო. ფონდი მჭიდროდ თანამ შრომლობს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თან. „კავკასიის ბუნების ფონდი“ სააგენტოს რეინჯერებს აფი ნანსებს, მოზიდული ფინანსები ასევე იხარჯება ეროვნული პარკების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვან პროექტებში. ნარჩენების შემცირება, ველური ბუ ნების, ტყეებისა და საძოვრების დაცვა (როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე) და კულტურული მემკვიდრე ობის გადარჩენა – პირადად ჩემთვის ეს ის სამი ძირითადი პრიორიტეტია, რომლებზეც თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო. „კავკასიის ბუნების ფონდი“ სამ ხრეთ კავკასიაში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ზრუნავს, ის საქართ ველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოიცავს. ფონდი ძირითადად გერმა ნიის განვითარების ბანკისგან (KfW), მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდება. მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან „საქართველოს ბანკი“,„თიბისი ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს კერძო სექტორისთვის. მოკრძალებული შემოწირულობა პირადად მეც მაქვს გაღებული. „კავკასიის ბუნების ფონდის ბი უჯეტში“ დაახლოებით 30 მილიონი ევროა, თუმცა იხარჯება მხოლოდ საინვესტიციო შემოსავალი – 5% (1.5 მილიონი ევრო) წლიურად, რომელიც სამ ქვეყანაზე საჭიროების მიხედვით ნაწილდება. შეიძლება ითქვას, ეს და ცული ტერიტორიების სააგენტოს დამატებითი ბიუჯეტია. DLA PIPER-ი ფონდს იურიდიულ მომსახურებას უსასყიდლოდ უწევს.


– როგორ ცხოვრობს ჯონასების ქართულ-ამერიკული ოჯახი საქართველოში? 

 

– მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ძველ და ლამაზ უბანში – სოლოლაკში ვცხოვრობ, თუმცა გული მაინც ველური ბუნებისკენ მიმიწევს და ხშირად ჩავდივარ ჩემს აგარაკზე, შუა ნიჩბისში. ალექსანდრეს და დავითს ბუნებაში გასეირნება ძალიან უყვართ. აქ ჩვენ ულამაზესი ცხენები გვყავს. გულწრფელად ვიტყვი, რომ ამერიკაში ცხოვრებას საქართვე ლოში ცხოვრება მირჩევნია, მიყვარს ისტორია და სიძველეები; ნიჩბისის ხეობაში ცხენით ჯირითობისას შუაგულ ტყეში უძველესი მიტოვებული სოფლები და ეკლესიები აღმოვაჩინე. ამის შესახებ ბევრმა არ იცის, თუმ ცა დიდი მემატიანეა ადგილობრივი გიგო პაპა, ის ყველაფერს ისტორიული სიზუსტით მიყვება ხოლმე. საზაფხულო არდადეგების დიდ ნაწილს ბიჭები ნიჩბისში ატარებენ;11 წლის ალექსანდრე და შვიდი წლის დავითი ქართულ „მწვანე სკოლაში“ სწავლობენ.


– რა მიზნით ჩამოხვედით საქართველოში და რა გახდა ქვეყანაში თქვენი დარჩენის მიზეზი?


ატლანტაში იურისტად მუშაობა მოსაწყენად მეჩვენებოდა, მინდოდა, უფრო საინტერესო საქმით დავკავებულიყავი.1994 წელს საქართველოში ჩამოვედი და საპარლამენტო პროგრა მაზე დავიწყე მუშაობა, რომელსაც ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებდა. ეს ქვეყანა შემიყვარდა, უკან დაბრუნებაზე უარი ვთქვი და NDI -ში სამსახური კიდევ ერთი წლით გავიგრძელე,1996 წელს კი კონსტანტინე რიჟინაშვილთან და გია ბაზღაძესთან ერთად იურიდიულ ფირმა GCG-ში კერძო საადვოკატო პრაქტიკა დავიწყე. ეს წელი მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრებისთვის უმნიშვნე ლოვანესი გამოდგა, რადგან სწორედ იმ ზაფხულს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე – ნინო ცისკარიძე – ახალგაზრდა იურისტი გოგონა, რომელიც GCG-ში გასაუბრებაზე მოვიდა. ურთიერთო ბის დასაწყისში კოლეგები ვიყავით, ოთხ წელიწადში შევუღ ლდით და ხუთი წლით შტატებში გადავედით საცხოვრებლად. 2005 წელს კონსტანტინემ დაბრუნება და DLA Piper-ში მუშაობა შემომთავაზა, წინადადებას დავთანხმდი.


– რამდენად მოგებიანია ქართული ბაზარი DLA Piper- ისთვის, რომელიც, შემოსავლების მიხედვით ($ 2.6 მილიარდი) მსოფლიოში მესამე უმსხვილესი იურიდიული ფირმაა? 


DLA Piper-ის წარმომადგენლობებს შორის საქართველოს ოფისი ალბათ ყველაზე მოკრძალებულია. შესაბამისად, ადგილობრივი შემოსავლები გლობალურთან შედარებით „ზღვაში წვეთია“. ამის გათვალისწინებით, კომპანია ფინანსურად ყოველთვის წარმატებულად ვითარდებოდა. საერთაშორისო ბრენდის უპი რატესობა ის გახლავთ, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, გარკვეულ საქმეებზე DLA Piper-ის ოფისებს მივმართოთ საზღვარგარეთ: გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებული შტატებში, ევროპასა და აზიაში.


– DLA Piper-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის FT-ის მიერ დასახელებულია, როგორც „თამაშის ახალი წესების შემქმნელი იურიდიული ფირმა“. რის საფუძველზე დაიმსახურა კომპანიამ ასეთი შეფასება?


DLA Piper-ი სამი კომპანიის (ბრიტანული DLA, ამერიკული Piper Rudnick-ი და ასევე ამერიკული Gray Cary) შერწყმის შედეგად დაარსდა. 2005 წელს მომხდარი ეს ფაქტი იურიდიული ფირმების გაერთიანების უპრეცედენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო. ახლადშექმნილი მსხვილი კორპორაციის ბრი ტანელმა და ამერიკელმა დამფუძნებლებმა მიზნად დაისახეს, 

 

ჩამოეყალიბებიათ კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მორგებულ და კონკრეტულ გარემოზე ადაპტირებულ მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებდა ბიზნესის ფართო სპექტრს. სერ ნაიჯილ ნოუელსი, რომელიც ფირმას ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ მართავდა, მათ შორის საქართვე ლოს ოფისზეც იყო პასუხისმგებელი, ერთ-ერთი სტრატეგი ლიდე რი გახლდათ. DLA Piper-მა ქართულ ბაზარზე ხარისხის სტანდარ ტი, ეთიკა და კლიენტთან ურთიერთობის ეტიკეტი ჩამოაყალიბა.


– DLA Piper-ის საქართველოს ოფისის გამოცდილების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის უფრო ხშირია დავები თუ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის? 


– ჩვენს პრაქტიკაში ბიზნესი ბიზნესის წინააღმდეგ და ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავები თანაბარი რაოდენობითაა. მთავრობასთან კერძო სექტორს ძირითადად პრეტენზია გაუ მართლებლად დიდი საგადასახადო ჯარიმების გამო აქვს, მიზე ზი კი შემოსავლების სამსახურში კვალიფიკაციისა და პროფესი ული დამოუკიდებლობის ნაკლებობაა. კანონთან პრეტენზია არ მაქვს, ქვეყანაში სუსტი რგოლი შესაბამისი უწყებების პერსონა ლია. მეტი განათლებაა საჭირო, რომ წინ წავიდეთ. უფრო ფართო მასშტაბით რომ ვისაუბროთ, დღევანდე ლი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ეკონომიკის სტიმულირებაში მოიკოჭლებს, იქნება ეს უცხოური ფინანსური რესურსების საშუალებით თუ საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე. გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ქვეყნის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ის ზედმიწევნით კონსტრუქციული პოლიტიკოსია. დღეს ვხედავთ, რომ მთავრობა რეალურად მუშაობს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ეს შემართება არჩევნების მოახლოებამდეც გამოეჩინათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სა მოქალაქო თავისუფლების კუთხით აშკარა წინსვლაა. ბიზნესს დღეს აღარავინ ძალავს ფულს, ძალით არ აფინანსებინებენ სხვადასხვა პროექტს, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. თუმცა, წარმოუდგენლად მაღალი საგადასახადო ჯარიმების პრაქტიკა კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება. დღევანდელი მთავრობა ბიზნესზე ზეწოლას არ ახდენს, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად, რუსთავი2-ის პოლიტიკურად მოტივირებული გახმაურებული საქმე.


– საადვოკატო პრაქტიკის მდიდარი გამოცდილება გაქვთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველო დასავლურად ვითარდება თუ საბჭოთა კვალი ქვეყანაში კვლავ შეინიშნება?


საქართველო პროგრესულად განვითარებადი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით. იურიდიულ და სამოქალაქო სფეროში მიღწეული წარმატებებით ის რეგიონის ლიდერია.

 



კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ​1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში...


მსგავსი სიახლეები

up