მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები: Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები: Forbes-ის ტოპ-10

access_time2019-05-18 21:00:39

 

Forbes Global 2000-ის პირველ ათეულში შედის 5 ჩინური, 4 ამერიკული და 1 ჰოლანდიური კომპანიაგამოცემის ცნობითეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინელებს აქვთ ასეთი უპირატესობა, თუმცა, მთლიან სიაში მაინც ლიდერობს აშშ - 575 კომპანია, მაშინ როდესაც ჩინური -მხოლოდ 309. რეიტინგი შედგენილია კომპანიების შემოსავლის, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების ჯამური შეფასების საფუძველზე.

 

1.Industrial and Commercial Bank of China — ჩინეთის უმსხვილესი კომერციული ბანკი


Industrial and Commercial Bank of China შედის ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკების ოთხეულში.  აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის მთავრობას, თუმცა, ბანკს ასევე ჰყავს 500 000 კერძო აქციონერიICBC აკონტროლებს ჩინეთის საბანკო სექტორის მეხუთედს, მას აქვს 17 460 ფილიალი, სადაც მუშაობს 453 048 ადამიანი.

 

2. JPMorgan Chase, ამერიკული ბანკი


შედის აშშ- კომერციული ბანკებისდიდ ოთხეულში“ Bank of America, Citigroup და Wells Fargo-სთან ერთადძირითადი მიმართულებებია საინვესტიციო ბანკინგი, კერძო პირების და მცირე ბიზნესის ფინანსური მომსახურეობა, კომერციული ბანკინგი, ფინანსური ტრანზაქციები და აქტივების მართვამსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დეპოზიტარული ბანკი, ანაბრების მთლიანი მოცულობა აღწევს 23,6 ტრლნ. დოლარს, მართვაში აქვს 2 ტრლნ. დოლარის აქტივები.

 

3.China Construction Bank — ჩინეთის სიდიდით მეორე ბანკი


ფლობს 14 925 ფილიალს ჩინეთში, ასევე მუშაობს ჰონკონგში, სინგაპურში, ფრანკფურტში, იოჰანესბურგში, ტოკიოში, სეულში, სიდნეიში, ტაიბეიში, ნიუ-იორკში,ლონდონში, მოსკოვში, დუბაიში, და  ჰოშიმინში.

 

4. Agricultural Bank of China — სიდიდით მე-3 ბანკი ჩინეთში


გააჩნია 23 600 ფილიალი ჩინეთში, 10  წარმომადგენლობა სხვა ქვეყნებში. აქვს 14 შვილობილი კომპანია, მათ შორის 6 - უცხოეთში.

 

5.Bank of America— ამერიკული ფინანსური კონგლომერატი


საქმიანობს ფინანსური სექტორის რამდენიმე დარგში - დაწყებული საბანკო სექტორით, დამთავრებული დაზღვევითაშშ- უმსხვილესი ჰოლდინგი აქტივების რაოდენობის მიხედვითკომპანია მუშაობს 50-ვე შტატში და 35 ქვეყანაში,  ფლობს 4700 ფილიალს და 16 000 ბანკომატსჰოლდინგში მუშაობს 213 000 ადამიანი.

 

6. Apple


IT-ინდუსტრიის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი, კომპიუტერების, ნოუთბუკების, სმარტფონების, მედია-პლეერების, და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი.  კომპანია არის ნოვატორი ამ ინდუსტრიაში - სწორედ Apple-მა შექმნა რიგითი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი პირველი კომპიუტერი, პირველი ფერადი დისპლეი კომპიუტერისთვის, პირველი მაუსი, პირველი პერსონალური აუდიო-პლეერი, პირველი სმარტფონი, მუსიკის პირველი აუდიო-მაღაზია, და ..

 

7.Ping An Insurance — ჩინური სადაზღვევო კომპანია


მუშაობს 4 ძირითად მიმართულებაზე - სიცოცხლის და ქონების დაზღვევა, საბანკო მომსახურეობა, და აქტივების მართვაძირითადად მუშაობს ჩინეთში, აქვს წარმომადგენლობა აშშ-შისადაზღვევო აგენტების რაოდენობა აჭარბებს 1 მლნ.-, კომპანია ფლობს 5 000 ფილიალს.

 

8. Bank of China — ჩინური ფინანსური კომპანია


შექმნილია ამავე სახელის ბანკის საფუძველზეძირითადი მიმართულებაა კომერციული ბანკინგი - სწორედ მასზე მოდის ოპერაციული მოგების 90%. მუშაობს ჩინეთში, ფლობს 545 ფილიალს 53 ქვეყანაში, ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობები აქვს ინგლისში, კანადაში, სინგაპურში, და ტაივანში.

 

9. Royal Dutch Shell — ამ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობკომპანია


მუშაობს 80 ქვეყენაში2016 წელს შემოიერთა ბრიტანული BG Group  70 მლრდ. დოლარადამ გარიგებით Royal Dutch Shell-მა მიიღო წვდომა თხევადი გაზის გლობალურ ბაზართან, რომელზეც აქტიურად მუშაობდა BG Group, რის შემდეგაც გახდა სიდიდით პირველი ნავთობკომპანია მსოფლიოში.

 

10. Wells Fargo — ამერიკული ბანკი

მუშაობს შტატებში, კანადაში, და პუერტო-რიკოშიშედის აშშ- უმსხვილესი ბანკებისდიდ ოთხეულში“. ბანკს აქვს 8600 ფილიალი და 13 000 ბანკომატი, რომელიც ემსახურება 40 მლნ. კერძო პირს, და 3 მლნ. წვრილ მეწარმეს.

 







ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up