მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრები

მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრები

access_time2019-04-29 21:45:09

გამოქვეყნდა ყოველწლიური კვლევა Global Financial Centers Index, რომელმაც ყველაზე მსხვილი ფინანსური ჰაბები გააერთიანა. კვლევაში 112 ფინანსური ცენტრი მოხვდა. ინდექსმა ქალაქები ისეთი მახასიათებლების მიხედვით შეაფასა როგორებიცაა ბიზნესგარემო, ადამიანური კაპიტალი, ინფრასტრუქტურა, განვითარებული ფინანსური სექტორი და რეპუტაცია.


მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ფინანსური ცენტრი კი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ნიუ იორკია. Citigroup, J.P. Morgan Chase & Co., American International Group და Morgan Stanley ეს ის მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებია, რომელთა შტაბბინები ქალაქის ტერიტორიაზეა განთავსებული.


მეორე ადგილზეა ლონდონი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრი. ქალაქის ეკონომიკა მთელი ქვეყნის მეხუთედს შეადგენს. ლონდონის საფონდო ბირჟის ისტორია 1801 წლიდან იწყება, ეს საფინანსო ინსტიტუტი მთელ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 46 ქვეყნის 1000 კომპანიის აქციაა წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ ლონდონი ტრეიდერებსა და ინვესტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


მესამე ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს. ქალაქში არსებული პორტი გადაზიდული კონტეინერების მიხედვით მსოფლიოში მეხუთეა, აეროპორტი კი მერვე, რომელიც 2016 წელს 70 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ჰონგ კონგის შემოსავლის ძირითად წყაროს საფინანსო სექტორი, ტექნოლოგიები, ტურიზმი და ვაჭრობა წარმოადგენს.


მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების ათეული კი ასე გამოიყურება:


ნიუ იორკი

ლონდონი

ჰონგ კონგი

სინგაპური

შანხაი

ტოკიო

ტორონტო

ციურიხი

პეკინი

ფრაკფურტი


BMG





პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up