მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეულში  პირველ სამ ადგილზე ჩინური ბანკებია - Wells Fargo კი ფრანგული Credit Agricole-ით ჩანაცვლდა

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეულში პირველ სამ ადგილზე ჩინური ბანკებია - Wells Fargo კი ფრანგული Credit Agricole-ით ჩანაცვლდა

access_time2019-08-11 18:00:45

ალბათ უცნაური იქნებოდა, რომ Forbes-ის ამ გამოშვებაში მსოფლიო საბანკო ბაზარზე არსებული მდგომარეობისთვის ყურადღება არ მიგვექცია და უკანასკნელი ტენდენციები გამოგვრჩენოდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და Forbes Banker-ი, უკვე ტრადიციულად, მსოფლიოს ათი ყველაზე მსხვილი ბანკის ჩამონათვალს მორიგ ჯერზე გთავაზობთ. გასულ წელთან შედარებით, ბევრი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა სიაში გარკვეული კორექტირება მაინც განხორციელდა. მაგალითად, წელს ათეულს მიღმა აღმოჩნდა შარშანდელ ჩამონათვალში მეათე ადგილზე მყოფი Wells Fargo, რომელიც ფრანგული Credit Agricole-ით ჩანაცვლდა. ცხრილში პოზიციები გაცვალეს ჩინეთის ბანკმა და მიცუბიში ჯგუფმა. ხოლო სხვა ძირითადი მონაცემები თავად შეგიძლიათ იხილოთ.



მაშ ასე, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:


  1. Industrial and Commercial Bank of China (ICBC)



ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლოს ყველაზე დიდი ბანკების ჩამონათვალში ლიდერობს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბანკის აქტივები 4 ტრილიონი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $310 მილიარდზე მეტია.


ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი 1984 წელს დაფუძნდა და დღეისთვის 460 ათას თანამშრომელს აერთიანებს. მთავარი ოფისი პეკინში მდებარეობს. ბანკის უდიდეს ნაწილს ჩინეთის მთავრობა ფლობს.


2. China Consturcion Bank Corporation


რიგით მეორე ჩინური ბანკის აქტივების რაოდენობა $3.4 ტრილიონია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია - $238 მილიარდი. ბანკი 1954 წელს დაარსდა და თავდაპირველად სახელმწიფო ოპერაციების განსახორციელებლად გამოიყენებოდა. მოგვიანებით კომერციული ხასიათის საქმიანობით დაკავდა.


დღეისთვის ორგანიზაციაში 372 ათასი თანამშრომელი მუშაობს.


3. Agricultural Bank of China


კიდევ ერთი ჩინური ბანკი 1951 წელს მაო ძედუნის ინიციატივით, ფერმერებისა და კოლმეურნეობების დასახმარებლად შეიქმნა. მოგვიანებით ბანკმა კომერციული საქმიანობა დაიწყო და დღეისთვის მისი აქტივების ჯამური ღირებულება $3.2 ტრილიონს შეადგენს, საბანკო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი $183 მილიარდს უტოლდება.


ჩინეთის მასშტაბით ბანკს 24 ათასი მომსახურების ოფისი აქვს, ხოლო კლიენტების რაოდენობა 320 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2007 წელს ბანკის ანგარიშებიდან 6.7 მილიონი დოლარი მოიპარეს, რაშიც შემდგომში შიდა მენეჯმენტის მაღალი პირები დაადანაშაულეს. აღნიშნული მოვლენა ჩინური ბანკების ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდ ქურდობად არის მიჩნეული.


4. Mitsubishi UFJ Financial Group



ორი უმსხვილესი იაპონური ბანკის გაერთიანების შედეგად დაარსებული ფინანსური ინსტიტუტის აქტივები დღეისთვის $2.7 ტრილიონია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 78 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.


ბანკის მთავარი ოფისი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მდებარეობს, წარმომადგენლობა კი 40 ქვეყანაში აქვს.


5. Bank of China


1912 წელს შექმნილი ბანკი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კორპორაციის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. აქტივების რაოდენობა $2.9 ტრილიონზე მეტია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $162 მილიარდს შეადგენს.


ბანკის საკონტროლო ნაწილის მფლობელი ჩინეთის მთავრობაა.


6. JPMorgan Chase


აშშ-ის ყველაზე ძლიერი და პოპულარული ბანკი, რომელიც 2000 წელს, სხვადადასხვა ბანკის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. დღევანდელი მდგომარეობით, JPMorgan-ის აქტივები $2.5 ტრილიონს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $374 მილიარდს შეადგენს.


ბანკის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს.


7. HSBC Holdings plc


HSBC ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკია, რომლის აქტივებიც $2.5 ტრილიონს აჭარბებს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი $187 მილიარდია. თავის დროზე ბანკის შექმნის მთავარ მიზანს ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ოპერაციების განხორციელება წარმოადგენდა.


გასათვალისწინებელია, რომ HSBC-ს 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია აქვს. ყველა მათგანი საბანკო და საფინანსო სექტორში ოპერირებს.


8. BNP Paribas


ფრანგული ბანკის ოფისს მსოფლიოს ყველა წერტილში მიაგნებთ, რაც პირველ რიგში სწორედ ამ ორგანიზაციის სიდიდესა და სიძლიერეზე მეტყველებს. თავის მხრივ, მთავარი ოფისები ევროპის სამ ქალაქში - ჟენევაში, პარიზსა და ლონდონშია განთავსებული.


BNP Paribas-ის აქტივები დღეისთვის $2.2 მილიარდია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის $100 მილიარდს უდრის.


9. Bank of America


ათეულში მოხვედრილი კიდევ ერთი ამერიკული ბანკი, რომელიც სიდიდით საკუთარ ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებს.


ამერიკის ბანკის აქტივები $2.2 ტრილიონით განისაზღვრა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $295 მილიარდს შეადგენს.


მთავარი ოფისი ჩრდილო კაროლინის შტატში, ქალაქ შარლოტში მდებარეობს.


10. Credit Agricole


ყველაზე დიდი ბანკების ათეული რიგით მეორე ფრანგულმა გიგანტმა დაასრულა. 1984 წელს დაფუძნებული კორპორაციის ჯამური საბაზრო აქტივების ღირებულება $2.1 ტრილიონზე მეტია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $87 მილიარდს აღემატება. მიმდინარე საუკუნის დასაწყისამდე ბანკმა ბევრი ცვლილება და გამოწვევა გაიარა და მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი დომინანტი კომპანიის სტატუსს სრულიად დამსახურებულად ატარებს.


forbes.ge





წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.


მსგავსი სიახლეები

up