მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გაყინულ ხორცში  წყლის შემცველობა 4-5-6 %-ია, საქართველოში კი ამას არავინ ამოწმებს

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 4-5-6 %-ია, საქართველოში კი ამას არავინ ამოწმებს

access_time2018-05-24 09:00:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ.  რადიო „კომერსანტი“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს  ზურაბ უჩუმბეგაშვილს ესაუბრა.


“შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი იყო, განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, ვისაუბრეთ  ფრინველის ხორცში ტექნოლოგიური პროცესის შედეგად არსებული წყლის რაოდენობის შემცველობის დადგენის საკითხზე. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში წყლის შემცველობა 4-5-6 %-ით არის ხოლმე განსაზღვრული, საქართველოში კი წყლის შემცველობას არავინ ამოწმებს. ამდენად, რეგულაციები ამ მხრივ საჭიროა, რათა მომხმარებელმა ხორცის ნაცვლად, ფული წყალში არ გადაიხადოს.



ვისაუბრეთ, ასევე კანონზე, რომელიც ქათმის ხორცის შეფუთულ მდგომარეობაში გაყიდვას ითვალისწინებს, ეს კანონი 1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში. ჰიგიენური თვალსაზრისით, ნამდვილად მისაღებია იგი, თუმცა ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაგალითად ის, რომ მყიდველს არ აქვს ინფორმაცია, როგორ პროდუქციას ყიდულობს. ვიზუალური დათვალიერებისას მყიდველი არჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, თუმცა შეფუთულ მდგომარეობაში ეს ვერ მოხერხდება. ამასთანავე, აუცილებელია ერთი ფრინველის ტანიდან წარმოებული პროდუქცია იქნას შეფუთული, რაც შეუძლებელს ხდის ქათმის ამგვარ დანაწევრებას, ამასთანავე ძალაუნებურად ღირებულებაც გაიზრდება.


ჩვენი პოზიციაა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ჯერ მიგვეღო კანონი წყლის რაოდენობის შემცველობასთან დაკავშირებით და შემდგომ პროდუქციის შეფუთვაზე. ვფიქრობთ, რომ ალბათ, ბოლომდე ჩახედულები არ იყვნენ ამ საკითხში კანონის ინიციატორები, ან არ გაუვლიათ მათ შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაცია,“ - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.


ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები და აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი და შემუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.





ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up