მსოფლიოს უმდიდრესი ქალები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს უმდიდრესი ქალები - Forbes-ის ტოპ-10

access_time2018-03-27 20:00:00

2018 წელს Forbes-ის მილირდერთა სიაში შევიდა ქალების რეკორდული რაოდენობა - 256, მაშინ როდესაც 2017 წელს - 227.

 

უმდიდრესი ქალების ჯამური ქონება გაიზარდა 20%-ით და ამჟამად შეადგენს დაახლოვებით 1 ტრლნ. დოლარს.

 

კიდევ ერთი რეკორდი - 256 მილიარდერი ქალიდან 72-მა თავად შექმნა თავისი ბიზენსი, და არ მიუღია ის მემკვიდრეობით. 2017 წელს ასეთი იყო 56 ქალი.

 

თუმცა, აღსანიშნავია რომ ტოპ ათეულში 8 მილიარდერი-ქალი - მაინც მემკვიდრეა.

 

1.ელის უოლტონი

ქონენა  - $46 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - Walmart

მოქალაქეობა - აშშ

ასაკი - 68

ოჯახური მდგომარეობა - განქორწინებული

ელის უოლტონი არის სავაჭრო ქსელ Walmart-ის შემქნელის სემ უოლტონის ერთად-ერთი ქალიშვილი.

 

2017 წლის მანძილზე Walmart-ის აქციები გაძვირდა 43%-ით, ხოლო ელის უოლტონის ქონება გაიზარდა 12,2 მლრდ. დოლარით.

 

ზრდის მიზეზი გახდა კომპანიის მიერ ახალი პროდუქტების შექმნა და ელექტრონული ვაჭრობის განვითარება.

 

უოლტონი  გატაცებულია ხელოვნებით და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებით. 10 წლის ასაკში მან იყიდა პაბლო პიკასოს ერთ-ერთო სურათი, დღეს კი მისი კოლექცია ღირს ასობით მილიონი დოლარი.

 

2011 წელს მილიარდრმა ქალმა გახსნა ამერიკული ხელოვნების მუზეუმი ქალაქ  ბერტონვილში.

 

2. ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერი

ქონენა  - $42,2 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - L’Oreal

მოქალაქეობა - საფრანგეთი

ასაკი - 64

ოჯახური მდგომარეობა - გათხოვილი, ყავს 2 შვილი

ლილიან ბეტანკურის მემკვიდრე ფლობს 1909 წელს ბაბუამისის ეჟენ შულერის მიერ შექმნილი კომპანია L'Oreal-ს, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორც Lancome, Garnier და ა.შ.

 

თუმცა, სინამდვილეში ის და მისი შვილები აკონტროლებდნენ კომპანიას ჯერ კიდევ 2011 წლიდან.

 

3. სიუზანა კლატენი

ქონენა  - $25 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - BMW

მოქალაქეობა - გერმანია

ასაკი - 55

ოჯახური მდგომარეობა - გათხოვილი, ყავს 3 შვილი

სიუზანა კლატენი და მისი ძმა შტეფან კვანდტი ფლობენ BMW-ს აქციების 50%-ს.

 

ის ასევე ერთპიროვნულად ფლობს ფარმაცევტულ კომპანია Altana-ს, საინვესტიციო კომპანია

SKion Holding Group-ს, ქარის ენეგრიის კომპანია  Nordex-ს,  სასუქების მწარმოებელს Geohumus-ს, და გრაფიტის მწარნოებელ კომპანია  SGL Group-ს.

 

4. ჟაკლინ მარსი


ქონენა  - $23,6 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - Mars Inc

მოქალაქეობა - აშშ

ასაკი - 78

ოჯახური მდგომარეობა - განქორწინებული, ყავს 3 შვილი

ჟაკლინ მარსს ეკუთვნის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონდიტერული კომპანია Mars Inc.-ის აქციების მესამედი.

 

კომპანია შექმნა 1911 წელს ბაბუამისმა, სახლის სამზარეულოში. დღეს მას ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორც  M&M’s, Milky Way, Uncle Ben’s და Whiskas. 2017 წელს Mars-მა შეისყიდა 7,7 მლრდ. დოლარად ცხოველების საკვების მწარმოებელი VAC.

 

თავად ჟაკლინ მარსი მოვიდა კომპანიაში სამუშაოდ 1982 წელს, 2001 წელს გავიდა პენსიაზე, 2016 წლამდე ინარჩუნებდა ადგილს დირექტორთა საბჭოში.

 

კომპანიის მესამედი ეკუთვნის მის ძმას, ჯონს, 2016 წლამდე კიდევ ერთი მესამედი ეკუთვნოდა მათ კიდევ ერთ ძმას  - ფორესტს, რომელიც გარდაიცვალა 2016 წელს.

 

5.იან ჰუეინი

ქონენა  - $21,9 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - Country Garden Holdings

მოქალაქეობა - ჩინეთი

ასაკი - 36

ოჯახური მდგომარეობა - გათხოვილი

ფლობს დეველოპერული კომპანია Country Garden Holdings-ის აქციების 57%-ს, რომლებიც მან მიიღო მემკვიდრეობით მამამისისგან.

 

უმცროსი და იანი ასევე შედის კომპანიის დირექტორთა საბჭოში. ამჟამად  Country Garden Holdings მალაიზიის მთავრობასთან ერთად ახორციელებს გრანდიოზულ პროექტს სინგაპურის და მალაიზიის საზღვარზე.

 

2106 წელს პროექტი შეფასდა 100 მლრდ. დოლარად.

 

6. ლორენ პაუელ ჯობსი

ქონენა  - $18,8 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - Apple, Disney

მოქალაქეობა - აშშ

ასაკი - 54

ოჯახური მდგომარეობა - ქვრივი, ყავს 3 შვილი

სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მისი ქონება გადავიდა მის მეუღლესთან, ლორენთან.

 

2017 წელს მან  ასევე შეისყიდა საგამომცემლო კომპანია The Atlantic-ს წილი, და დააფუძნა რამდენინმე საგანმანათლებლო ინიციატივა -  Emerson Collective, College Track.

 

7. ჯორჯინა რეინჰარტი

ქონენა  - $17.4 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - Hancock Prospecting

მოქალაქეობა - ავსტრალია

ასაკი - 54

ოჯახური მდგომარეობა - ქვრივი, ყავს 4 შვილი

ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ადამიანი. სიმდიდრის წყარო - სამთომომპოვებველი კომპანია –Hancock Prospecting — მიიღო მემკვიდრეობით მამამისიგან, ლენგ ჰენკოკოსგან.

 

თუმცა, იმ დროს ბიზნესი იყო გაკოტრების ზღვარზე, ამიტომაც რეინჰარტს მოუწია საქმის გამოსწორება ახალი საბადოების დამუშავების გზით.

 

დიდი ხნის მანძილზე მას ჰქონდა სასამართლო დავა თავისივე შვილებთან, რომლებსაც, მამამისის ანდერძის თანახმად, უნდა მიეღოთ თავიანთი წილები, თუმცა მზრუნველმა დედამ მოახრეხა მათ მიერ წილების მიღების გადავადება 2068 წლამდე.

 

8. აირის ფონტბონა

ქონენა  - $16,3 მლრდ.

სიმდიდრის წყარო -სამთომოპოვება

მოქალაქეობა - ჩილე

ასაკი - 75

ოჯახური მდგომარეობა - ქვრივი, ყავს 3 შვილი

მისმა მეუღლემ ადრონიკო ლუკშიჩმა დააგროვა დიდი კაპიტალი მადანის მოპოვებით და სასმელების წარმოებით. 2005 წელს ის გარდაიცვალა კიბოსგან, ხოლო თავისი ბიზნესი —  Antofagasta Plc - დაუტოვა ცოლს და სამ შვილს.

 

ასევე მათ ეკუთვნით წილები კონგლომერატ Quiñenco-ში,  რომელიც საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორც ფინანსები, მრეწველობა, და ლუდის წარმოება.

 

9. ებიგეილ ჯონსონი

ქონენა  - $15,9 მლრდ.

სიმდიდრის წყარო -აქტივების მართვა

მოქალაქეობა - აშშ

ასაკი - 56

ოჯახური მდგომარეობა - გათხოვილი, ყავს 2 შვილი

1946 წელს ებიგეილის ბაბუამ, ედვარდ ჯონსონმა დააფუძნა საინვესტიციო ფონდი

Fidelity Investments.

 

თავად ებიგეილი შეურეთდა ოჯახურ ბიზნესს 1988 წელს, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა MBA-ს დამთავრების შემდეგ.

 

პირველ ეტაპზე ის მუშაობდა ანალიტიკოსად, 2014 წელს კი დაინიშნა გენერალურ დირექტორად.

 

Fidelity Investments-ი მართავს 2,3 ტრლნ. დოლარის აქტივებს. ებიგეილ ჯონსონს ეკუთვნის კომპანიის 24,5%.

 

10. შარლინ დე კარვალიო-ჰეინეკენი

ქონენა  - $15,8 მლრდ.

სიმდიდრის წყარო - Heineken

მოქალაქეობა - ნიდერლანდები

ასაკი - 63

ოჯახური მდგომარეობა - გათხოვილი, ყავს 5  შვილი

პირველი ლუდსახარში Heineken გაიხსნა 150 წლის წინ ამსტერდამში, დღეს კი ის ყიდის ლუდის 250 დასახელებას მთელს მსოფლიოში.

 

შარლინ დე კარვალიო-ჰეინეკენს ეკუთვნის კომპანიის აქციათა 23%, რომელიც მან მიიღო მემკვიდრეობით, მამამისის, ფრედი ჰეინეკენისგან.

 

მისი მეურლე მაიკლი ინვესტ-ბანკირია, და ასევე შედის კომპანიის დირექტორთა საბჭოში.


წყარო :  forbes.ru




არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...


მსგავსი სიახლეები

up