მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სია გამოქვეყნდა

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სია გამოქვეყნდა

access_time2019-08-11 12:26:11

გამოცემა „ბლუმბერგმა“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სია შეადგინა. პირველ ადგილზეა ამერიკელ უოლთონთა ოჯახი, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტებს ფლობს. ამ ოჯახის ქონება 190.5 მილიარდი დოლარია. გასული წლის განმავლობაში ოჯახმა 39 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.


მეორე ადგილზეა მარსის ოჯახი, რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიას აკონტროლებს. წლის დასაწყისიდან მარსის ოჯახი 37 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მათი ქონების საერთო ჯამმა 126.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.


მესამე ადგილზე არიან ძმები ჩარლზ და დევიდ კოჰები, რომლებიც ნავთობქიმიურ კორპორაცია Koch Industries-ს ხელმძღვანელობენ. გასულ წელს მათი ქონება 26 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 124.5 მილიარდი შეადგინა.


მეოთხე პოზიცია დაიკავა ალ-საუდის სამეფო დინასტიამ საუდის არაბეთიდან, რომელიც ას მილიარდ დოლარს ფლობს.


მეხუთე ადგილზე არიან ძმები ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები, რომლებიც საპარფიუმერო სახლ Chanel-ს ფლობენ. მათი ქონება 57.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.



მეექვსე ადგილზეა დიუმას ოჯახი, რომელსაც მოდის სახლი Hermes ეკუთვნის. მათი ქონება 53.1 მილიარდს დოლარს შეადგენს.


მეშვიდე ადგილზეა სამი ბელგიური დინასტია - ვან დამი, სპულბერხი და დე მევიუსი, რომლებიც ლუდსსახარშ კომპანია Anheuser-Busch InBev-ს აკონტროლებენ. მათი ქონება 52.9 მილიარდი დოლარია.


მერვე ადგილზე არიან გერმანული ოჯახები - ბერინგერი და ფონ ბაუმბახი, რომლებსაც ეკუთვნით ფარმაცევტული კონცერნი Boehringer Ingelheim. მათი ქონება 51.9 მილიარდი დოლარია.


მეცხრე ადგილზე ამბანების ოჯახია, რომელიც ინდურ სამრეწველო ჯგუფ Reliance Industries-ს აკონტროლებს. მათი ქონება 50.4 მილიარდი დოლარია.


ათეულის ბოლო ადგილს ამერიკელ კარგილთა და მაკკილანების ოჯახი იკავებს, რომლებიც საკვები პროდუქტების კომპანია Cargill-ს ფლობენ. მათი ქონება 42.9 მილიარდი დოლარია.



IPN






„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“
access_time2019-10-21 12:43:39
„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი...


მსგავსი სიახლეები

up