მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - Forbes-ის ტოპ-10

access_time2019-10-31 20:45:12

კომპანია  Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეითსმა დაუთმო მეორე ადგილი რეიტინგში ფრანგ ბიზნესმენს, Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტს ბერნარ არნო.

 

მთლიანობაში დედამიწის მთავარ მულტიმილიარდერთა სიის შემადგენლობა თითქის არ შეცვლილა  - რამდენიმე შემთხვევაში მოხვდა მხოლოდ ადგილების შეცვლა.


 


1.ჯერ ბეზოსი, ქონება - 112,2 მლრდ. დოლარი

ამერიკელი მეწარმე, ინტერნეტ-კომპანია Amazon.com-ის და აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

 

ასევე ფლობს საგამომცემლო სახლ The Washington Post-ს. 



2. ბერნარ არნო, ქონება 107 მლრდ. დოლარი

ფრანგი ბიზნესმენი, კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moët Hennessy-ს  დამაარსებელი და პრეზიდენტი.

 

საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი.

 

სადღეისოდ ის აქტიურად დებს ინვესტიციებს ინტერნეტ-კომპანიებში, იმის მიუხედავად, რომ ამ კაპიტალდაბანდებებიდან ეს ჯერ ვერ იღებს მოგებას. არნო აცხადებს, რომ მისთვის ბიზნესში მთავარი არის არა ფული, არამედ თავად საქმე.

 

ივნისში მისმა ქონებამ გადააჭარბა 100 მლრდ.-ს და ის შევიდა რეიტინგის სამეულში ბეზოსთან და გეითსთან ერთად. ივლისში მან უკვე გაუსწრო გეითსს, რომელიც პირველად 7 წლის მანძილზე ჩამოქვეითდა მე-2 ადგილზე ქვემოთ.

 


3. ბილ გეითსი, ქონება - 106,9 მლრდ. დოლარი

ამერიკელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი.2008 წლის ივნისში მად დასტოვა თავისი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი და დარჩა დირექტორთა საბჭოს არააღმასრულებელი თავჯდომარის თანამდებობაზე.

 

ამჟამად არის ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის თანათავჯდომარე, საინვესტიციო ფონდ  Berkshire Hathaway-ს დირექტორთა საბჭოს წევრი,  Cascade investment-ის დირექტორი

 



4. უორენ ბაფეტი, ქონება 87,1 მლრდ. დოლარი

ამერიკელი მეწარმე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი და უმსხვილესი ქველმოქმედი.2010 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ გადასცემს თავისი ქონების 100%-ს საქველმოქმედო ფონდებს.

 
სახსრების უმეტესი ნაწილი წავიდა ბილ და მელინდა გეითსების ფონდში, და ეს გახდა ქაცობრიობის ისტორიაში ქველმოქმედების ყველაზე გულუხვი აქტი.

 


5. მარკ ცუკერბერგი, ქონება 72,1 მლრდ. დოლარი


ამერიკელი პროგრამისტა და მეწარმე ინტერნეტ-ტექნოლოგიების დარგში,Facebook-ს ერთ-ერთი შემქნელი და დამაარსებელი, ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელია.

 


6. ამანსიო ორტეგა, ქონება 70 მლრდ. დოლარი

ესპანელი ბიზნესმენი, თავის მეუღლე როსალია მერასთან ერთად დაარსა ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში  Inditex, რომელიც ფლობს მრავალ ცნობილ და პოპულარულ ბრენდს, მაგალითად Zara-ს. კომპანია ასევე ფლობს 5000 მაღაზიას 77 ქვეყანაში. გარდა ამისა ორტეგამ ჩადო დიდი ინვესტიციები უძრავ ქონებაში ფლორიდაში, მადრიდში, ლონდონში, და ლისაბონში, ასევე გაზის მოპოვებაში, ტურიზმში, და საბანკო სექტორში.

 

ფლობს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის წილს. 2009 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ორტეგას ორდენი „სამოქალაქო დამსახურებებისთვის“.წლების მანძილზე არის ესპანეთის უმდიდრესი ადამიანი.




7. ლარი ელისონი, ქონება 68,2 მლრდ. დოლარი

ამერიკელი მეწარმე მაღალტექნოლოგიური კომპანია Oracle-ს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიების განვითარების დირექტორი, ყოფილ გენერალური დირექტორი. NetSuite-ის უმსვვილესი აქციონერი, კომპანია  Salesforce.com -ის საწყისი ინვესტორი.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მაღალი ტექნოლოგიების და ინტერნეტ-აღჭურვილობის მწარმოებლებს შორის.

 


8. კარლოს სლიმი, ქონება 61,4 მლრდ. დოლარი

კარლოს სლიმმა მიიღო კეთილდღეობის პირველი გაკვეთილები ჯერ კიდევ ბავშვობაში.მამამ დაურიგა შვილებს რვეულები, და ასწავლა მათ ხარჯების და შემოსავლების ჩაწერა. შემდეგ კვირის ბოლოს ისინი ერთად აანალიზებდნენ მიღებულ მონაცემებს.

 

ამ მარტივი წესის წყალობით ხუან სლიმის შვილებმა ისწავლეს ფინანსების მართვა და გამდიდრდნენ, კარლოს სლიმი კი წლების მანძილზე მუდმივად ხვდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სხვადსხვა მოწინავე ადგილებზე.მან დაამთავრა მეჰიკოს ეროვნული უნივერსიტეტი 1961 წელს, და 25 წლის ასაკში, 1965 წელს დაიწყო თავისი იმპერიის Grupo Carso-ს შენება.

 

სადღეისოდ კარლოს სლიმი არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. ფლობს 200-ზე მეტ კომპანიას. 




9. ლარი პეიჯი, ქონება 58,8 მლრდ. დოლარი

Google-ის ერთ-ერთი შემქნელი და თანადამფუძნებელი.ის ასევე არის Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ს გენერალური დირექტორი.პეიჯმა 2004 წელს მიიღო მარკონის პრემია.

 


10. ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, ქონება 57,7 მლრდ. დოლარი

რეიტინგის მეორე ფრანგი პირველ ათეულში.დედამისის ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მემკვიდრეობით 39,5 მლრდ. დოლარის აქტივები, მათ შორის მთავარი - კომპანია  L’Oréal-ის აქციების 33%.ასევე შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ატარებს შულერის სახელს - სწორედ ფრანსუაზას ბაბუა ეჟენ შულერი  იყო L’Oréa-ის დამაარსებელი.

 

ფონდი აფინანსებს ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერებს.ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი  250 მლნ. ევროს შეადგენს.


vestifinance.ru

თენგიზ აბლოთია


 





საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...


მსგავსი სიახლეები

up