მსოფლიოს TOP 10  ბიზნესრისკი

მსოფლიოს TOP 10 ბიზნესრისკი

access_time2020-02-13 18:00:41

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ინტენსიური რყევების ფაზაშია, მსოფლიო ახლა უფრო კომპლექსურია ვიდრე ოდესმე. ბიზნესი მსოფლიოს მასშტაბით გლობალური რისკების მიმართ მყიფეა.


13 000 ბიზნეს ლიდერის გადმოსახედიდან, რომლებიც წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამოიკითხნენ, ფისკალური კრიზისი მსოფლიოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე დიდი რისკია. ფაქტობრივად, ეს ერთადერთი რისკი იყო, რომელზეც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ბიზნესმენები შეთანხმდნენ, რომ ყველაზე მძიმე და შემაშფოთებელია.


  1. ფისკალური კრიზისი
  2. კიბერთავდასხმა
  3. უმუშევრობა
  4. ენერგეტიკის ფასები
  5. ეროვნული მთავრობის კრახი
  6. სოციალური არასტაბლილურობა
  7. მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა და ქურდობა
  8. სახელმწიფოთაშორის კონფლიქტი
  9. ინფრასტრუქტურის კრახი
  10.  აქტივების კრიზისი



გლობალური ეკონომიკის რეცესიის პროცესში, სახელმწიფო ვალები მაღალია.  ბიზნესები კი მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ საქმე გაუარესდება, მათ მოუწევთ ხარჯების შემცირება ან გადასახადების გაზრდა. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ, ეს მძიმე სოციალურ დარტყმას მიაყენებს სახელმწიფოს. გლობალური ბიზნეს საზოგადოება ასევე ეროვნული მთავრობების კრახსა და სოციალურ არასტაბილურობაზე საუბრობს, რომელიც ორი უმნიშვნელოვანესი რისკია ბიზნესის კეთებისას.


კიბერთავდასხმები და მონაცემების მოპარვის ფაქტები უახლესი რისკებია და ბიზნესმენებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მომავალი ათწლეულის მანძილზე. ბიზნესის გაციფრულებასთან ერთად კიბერთავდასხმები უფრო მატულობს და ბევრად რთულია მათი მოგერიებაც. დროთა განმავლობაში კიბერდანაშაულის ახალი ტიპები ვითარდება, როგორებიცაა საკრედიტო ბარათების მონაცემების მოპარვა e-commerce -ის ვებ-გვერდებიდან.  აღსანიშნავია, რომ წელს ბევრი წარმატებული თავდასხმა განხორცილდა მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე.


რა არის ყველაზე დიდი ბიზნეს რისკი რეგიონებში?


დღევანდელ არამდგრად მსოფლიოში რეგიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური რისკების წარმოქმნასა და მათ გამძაფრებაშიც.


World Economic Forum-ის კვლევაში გაანალიზებულია მსოფლიოს 8 სხვადასხვა რეგიონი,  თუმცა მხოლოდ ევროპულმა და ჩრდილოეთ-ამერიკულმა ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება ერთსა და იმავე უმთავრეს რისკზე და ეს კიბერთავდასხმაა. რაც ალბათ იმის შედეგია,  რომ ეს რეგიონები ყველაზე ხშირად გახდნენ კიბერთავდასხმის სამიზნეები. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მაღალია ბიზნესის გაციფრულების დონე და რაც უფრო დიდია ეკონომიკა, მით მეტი პრობლემაა კიბერუსაფრთხოების კუთხით.


აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი



კატასტროფების კვლევის ცენტრის მიხედვით, მსოფლიოს ბუნებრივი კატაკლიზმების უმეტესობა 2018 წელს აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში მოხდა,  რამაც 50 მილიონი ადამიანი დააზარალა. ბუნებრივი კატასტროფები რეგიონს 57 მილიარდი დოლარი დაუჯდა. გასაგებია რომ, ამ რეგიონის ბიზნესსამყარო ბუნებრივ კატაკლიზმებზე გამოთქვამს შეშფოთებებს.


ევრაზია


პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების კომპლექსურად შერწყმამ სოციალურ არასტაბილურობას შეუწყო ხელი ევრაზიის რეგიონში და სწორედ სოციალური არასტაბილურობა დასახელდა რეგიონის წამყვანი ბიზნესმენებისთვის უმთავრეს ბიზნეს რისკად. რეგიონი წლებია ტერიტორიულ კონფლიქტებს, შეიარაღებულ თავდასხმებს უმკლავდება უკრაინის რეგიონში. ამიტომაც, გასულ წელს რეგონის 6 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შემცირდა.


ევროპა


კიბერთავდასხმებთან ერთად ევროპელი ბიზნესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებითაც.  ეს გამოიწვია ეკონომიკის შესუსტებამ და ბევრად დაბალმა საპროცენტო განაკვეთება სესხებზე. მსესხებლის მხრიდან დაბალი პროცენტი ნიშნავს იაფ ვალს , მაგრამ სუსტი ეკონომიკის პირობებში ეს ზრდის გადამხდელუნარიანობის შემცირების რისკს.


ლათინური ამერიკა და კარიბის რეგიონი


ეროვნული სახელმწიფოების კრახი ბიზნესისთვის ნომერ პირველი რისკია. ერთი მიზეზი არის ის, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები არ ენდობიან საჯარო ინსტიტუტებს. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ამ ინსტიტუტების შესაძლებლობებს  სიღარიბესა და უთანასწორობასთან ბრძოლაში და  უსაფთხოებისა და კორუფციის აღმოფხვრაში.


შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა


ენერგეტიკული რისკები ამ რეგიონისთვის უმთავრესი აღმოჩნდა . ნავთობის ფასი 2018 წლის მეოთხე კვარტალში 40 პროცენტით დაეცა და 2019 წლის აპრილში 50 პროცენტით გაიზარდა.  ნავთობსადგურებზე ბოლო თავდასხმებმა აჩვენა, რომ ენერგეტიკის ბაზარი გეოპოლიტიკიკურ დაძაბულობას შეიძლება შეეწიროს.


ჩრდილოეთ ამერიკა


მონაცემების გაყალბება და მოპარვა არის რიგით მეორე რისკი ბზინესმენებისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში კიბერთავდასხმასთან ერთად. ჰაკერებმა ამერიკის საფინანასო ინსტიტუტების მონაცემთა ბაზებს 3,494 ჯერ წარმატებულად შეუტიეს და ეს მხოლოდ 2019 წლის პირველი 7 თვის მანძილზე.


სამხრეთ აზია


ეს რეგიონი 5 პროცენტზე ნაკლებ წყლის რესურსებს ფლობს, ამასთანავე მსოფლიო მოსახლეობის 25 პროცენტი სწორედ ამ რეგიონშია დასახლებული. წყლის კრიზისი აქ ნომერ პირველია, რამაც შეიძლება ბიზნესმენების საქმიანობა შეაფერხოს.


საჰარის სამხრეთით


უმუშევრობა აღმოჩნდა ყველაზე მძიმე რისკი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რეგიონში. ახალგაზრდების უმუშევრობა საჰარის რეგიონში 2008 - 2009 წლების ფინანსური კრიზისის პირობებში გაიზარდა და 13 პროცენტს მიაღწია . ეს ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც გასულ წელთან შედარებით რისკების პირველი ოთხეული არ იცვლება - უმუშევრობა,  ინფრასტრუქტურის კრახი, ეროვნული მთავრობების კრახი, ენერგეტიკული რისკები.

 

მარიამ მორგოშია

weforum.org





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up