მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები  - Deutsche Bank–ის რეიტინგი

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები - Deutsche Bank–ის რეიტინგი

access_time2017-08-16 19:30:25

Deutsche Bank-მა ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი Mapping the world's prices გამოაქვეყნა, რომელშიც მოყვანილია სხვადასხვა ქალაქებში ძირითად საქონელზე და მომსახურებაზე ფასების შედარებითი ანალიზი.

 

2017 წელს ბანკმა დაუმატა შეფასების კრიტერიუმებს ცხოვრების ხარისხი დაუმატა.

 

გამოკლვევაში მოყვანილია 47 ქალაქის მონაცემები ისეთ პარამეტრებში როგორც მსყიდველობითუნარიანობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, კლიმატი, და ა.შ.

 

 

10.სინდეი, ავსტრალია

 

ქალაქი განთქმულია საოპერო თეატრით  და პლიაჟებით. სიდნეის საცხოვრებელი კვარტლები გარშემორტყმულია ეროვნული პარკებით, სანაპიროზეა უამრავი პატარა სრუტე, კუნძულები და პლიაჟები. სიდნეი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქი, რაც გამოწვეული იმით, რომ იქ ცხოვრებს ავსტრალიაში ჩამოსულ მიგრანტთა დიდი ნაწილი.

 

 

9. ამსტერდამი, ჰოლანდია

 

ამსტერდამი არის ჰოლანდიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. ის ასევე არის ქვეყნის კულტურული და ფინანსური დედაქალაქი. აქ განთავსებულია  მსოფლიოს უმსხვილესი 500 კომპანიიდან 7 -ს სათავო ოფისები - მათ შორის Philips და ING Groep. ასევე ქალაქის ცენტრშია განლაგებული მსოფლიოს უძველესი საფონდო ბირჟა. ამსტერდამშია ასევე საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის „გრინფისის“ ცენტრალური ოფისი.

 

 

8. ბოსტონი, აშშ

 


ბოსტონი არის ამერიკის შტატ მასაჩუსეთსის და ასევე ახალ ინგლისად ცნობილი რეგიონის ყველაზე დიდი, აშშ-ში ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ქალაქი. ბოსტონი გარეუბნებით შედის ამერიკის ყველა დიდი ქალაქების ათეულში და მსოფლიოს 50 უდიდესი ქალაქების სიაში. მან დაიკავა აშშ-ს პირველი ადგილი ცხოვრების ხარისხის მიხედვით.

 

7. ოტავა, კანადა

 

ოტავა კანადის დედაქალაქია, სიდიდით ქვეყნაში  მეოთხეა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოტავა გახდა მაღალი ტექნოლოგიების ერთ-ერთი დიდი ცენტრი და მას ხშირად უწოდებენ ჩრდილოურ სილიკონის ველს. ოტავაში ასევე მდებარეობს ფედერალური სახელმწიფო სტრუქტურები და კანადის უმსხვილესი  კულტურული ცენტრები,  მაგალითად, ეროვნული გალერეა. ოტავა იკავებს მე-4 ადგილს რეიტინგში მსყიდველობითუნარიანობის და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის მხრივ.

 

6. კოპენჰაგენი, დანია

 

კოპენჰაგენი არის დანიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. ის ასევეა დანიის კულტურული, ეკონომიკური და სამთავრობო ცენტრი, ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს კოპენჰაგენის საფონდო ბირჟა. ქალაქის ეკონომიკა სწრაფად იზრდება მომსახურეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფარმაცევტიის და „სუფთა ტექნოლოგიების“ განვითარების ხარჯზე. დანიის დედაქალაქი იკავებს მე-5 ადგილს უსაფრთხოების რეიტინგში და მე-8-ს ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების სიაში.

 

5. ციურიხი, შვეიცარია

 

განეკუთვნება გლობალურ ქალაქებს. შვეიცარიის უმსხვილესი ფინანსური ცენტრი, სადაც განთავსებულია ბანკების და სადაზღვევო კოპანიების ცენტრალური ოფისები, მათ შორის ისეთების, როგორც  UBS და Credit Suisse. ციურიხში ასევე ფუნქციონირებს შვეიცარიის საფონდო ბირჟა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი შტაბ-ბინა. ციურიხი იკავებს პირველ ადგილს მსყიდველობითუარიანობის რეიტინგში, ასევე მე-2-ს უსაფრთხოების და ეკოლოგიური მდგომარეობის მხრივ.

 

4. მელბურნი, ავსტრალია

 

მელბურნი არის ავსტრალიის ერთ-ერთი ძირითადი კომერციული, სამრეწველო და კულტურული ცენტრი. მელბურნს ასევე ხშირად უწოდებენ ქვეყნის სპორტულ და კულტურულ დედაქალაქს, რადგანაც იქ ტარდება ბევრი სპორტული და კულტურული მოვლენა. მელბურნს უჭირავს მე-3 ადგილი მსყიდველობითუნარიანობის რეიტინგში, ასევე შედის ტოპ-10-ში ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ჯანდაცვა, უძრავი ქონების ფასების და მოქალაქეების შემოსავლების შეფარდება და კლიმატი.

 

3. ვენა, ავსტრია

 

ვენა არის გაეროს მესამე ქალაქი-რეზიდენცია ნიუ-იორკის და ჟენევის შემდეგ. ვენის საერთაშორისო ცენტრი აერთიანებს გაეროს სხვადასხვა განყოფილებას, ატომური ენერგიის სააგენტოს და ა.შ. ვენაშია ასევეა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინები, როგორებიცაა ოპეკი და ეუთო. ვენა ლიდერობს ჯანდაცვის რეიტინგში, და ასევე იკავებს მე-6 ადგილს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სიაში.

 

2. ედინბურგი, შოტლანდია

 

ედინბურგი არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი. იქ მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი დარგები, როგორებიცაა მომსახურეობა, ტურიზმი, საბანკო სექტორი, განათლება, მაღალი ტექნოლოგიები. ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე საქმიან ტურიზმს, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებს, შეხვედრებს და კონფერენციებს, ასევე მუსიკალურ და თეატრალურ ფესტივალებს. ქალაქი იკავებს მე-2 ადგილს ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით, ასევე მე-3 ადგილს ეკოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.

 

1. უელინგტონი - ახალი ზელანდია

 

უელინგტონი არის ახალი ზელანდიის დედალაქალაქი, სიდიდით მეორე ქვეყანაში. ის ასევე მსოფლიოში  ყველაზე სამხრეთული დედაქალაქია. უელინგტონი - ლამაზი და მყუდრო ქალაქია ბევრი ხიდით, გვირაბით, პარკითა და სკვერით.

 

რეიტინგის ოცეულში ასევე მოხვდნენ: ჰელსინკი, ბერლინი, ოკლენდი, ტორონტო, ლისაბონი, მადრიდი, კეიპტაუნი, სან-ფრანცისკო, პრაღა და სტოკჰოლმი.

 

vestifinance.ru



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up