მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

access_time2020-04-08 20:00:05

კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება შეუძლია.  


გასულ კვირას აშშ-ს რესტორნების ეროვნულმა გაერთიანებამ განაცხადა, რომ უახლოესი სამი თვის მანძილზე ამ დარგში შემოსავალი 225 მილიარდით შემცირდება, რაც 5 დან 7 მილიონამდე სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს.


უფრო და უფრო მეტი რესტორანი მზა კერძების გაყიდვას ცდილობს, თუმცა მომხმარებელი სახლიდან გასვლისგან მაინც თავს იკავებს. Dataessential-ის ახალი ანგარიშის თანახმად , მომხმარებლების 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით რესტორნებში სიარული სახიფათოა.


დაცარიელებული სუპერმარკეტების შემხედვარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს გზა შესაძლოა რესტორნებისთვის გადარჩენის საშუალებად იქცეს.


რესტორნების ქსელმა Dog Haus Worldwide-მა ახალი პროექტი Haus Market-ი შექმნა, გახსნა საწყობი და სტუმრებს საბაზისო ინგრედიენტებს სთავაზობს, რომელთა მომზადება სახლში შეუძლიათ. ასორტიმენტში შედის ჰოთდოგები, ბურგერები, სოსისები, კარტოფილის ბურთულები და ფუნთუშები. „ეს პროექტი ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია , ისევე როგორც ჩვენი ბიზნესისთვის. ბიზნესმა უნდა გადალახოს ეს კრიზისი, კლიენტებს კი უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში არ არის პროდუქტის სიმცირე. სუპერმარკეტები ცარიელდება, ხოლო რესტორნებს ბევრი პროდუქტი რჩება“. - ამბობს რესტორნების ქსელის თანამფლობელი ანდრე ვენერი.


Dog Haus-ი არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც კლიენტების გამოკვების ახალ გზებს ეძებს.მაგალითად, ზოგიერთ რესტორანში ნედლი ხორცი და სტეიკის ინგრედიეტები იყიდება.


გლობალურმა პანდემიამ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამოწვია რესტორნების გეზის ცვლილება. ბრიტანულმა ქსელმა „ლეონმა“ თავისი 75 რესტორანი  მინი სუპერმაკეტად აქცია, სადაც რესტორნის ხარისხის მზა კერძები იყიდება. ჩინეთში KFC-მ პროდუქტების მიტანის სერვისი წამოიწყო.


ექსპერტებ ის ვარაუდით, დიდი დროა საჭიირო იმისთვის, რომ რესტორნის სფერომ ჩეული ბალანსი და მოთხოვნა დაიბრუნოს.


Forbes.ru

 მოამზადა მარიამ მორგოშიამ

 


თეგები:
რესტორნები



აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up