სასტუმროების მსხვილი საერთაშორისო ქსელების TOP 10-დან 7 საქართველოშია

სასტუმროების მსხვილი საერთაშორისო ქსელების TOP 10-დან 7 საქართველოშია

access_time2019-11-28 17:15:16

Marriot International-ი, Best Western Hotels & Resorts, Wyndham Hotels and Resorts  და მრავალი სხვა ცნობილი საერთაშორისო სასტუმროების ქსელები  საქართველოში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს. სასტუმროების მსხვილი საერთაშორისო ქსელების  ათეულიდან  7 კომპანია საქართველოში არაერთი ობიექტითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროში, მსოფლიოში მიღებული საყოველთაო სტანდარტების გათვალისწინებით მომუშავე ამ სასტუმროების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.  ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების და მისი პოტენციალის შესაფასებელ ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს,ის, თუ სასტუმროების რომელი საერთაშორისო ქსელებია წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. ამ კუთხით, განსაკუთრებით საინტერესოა გადავავლოთ თვალი ქართულ ბაზარსა და ტურისტულ ინდუსტრიას.


დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში, სულ ოპერირებს 10 საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი, 31 სხვადასხვა ბრენდის 52 სასტუმრო, აქედან 30 მოქმედია და 22 მშენებარე. მათ საერთო ჯამში ათვისებული აქვთ საქართველოს 12 რეგიონიდან 7 რეგიონი (ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი) 11 ლოკაცია (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი,თელავი,საირმე, გუდაური,გოდერძი, შეკვეთილი,წინანდალი, ბორჯომი და ლიკანი), საიდანაც 7 კურორტია (ბათუმი, საირმე, ბორჯომი,ლიკანი,შეკვეთილი,გოდერძი და გუდაური).


ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალფეროვანი ბრენდებით და სასტუმროებით  Marriott International-ია წარმოდგენილი. კორპორაცია 6 ბრენდს, 11 სასტუმროს მოიცავს,რომელთაგან 6 მოქმედია და 5 მშენებარე.



  1. Marriott International

სასტუმროების ქსელს ათვისებული აქვს საქართველოს 3 რეგიონის (ქვემო ქართლი, აჭარა და გურია)3 ლოკაცია(თბილისი,ბათუმი და შეკვეთილი),საიდანაც 2 კურორტია (ბათუმი და შეკვეთილი).

- Tbilisi Marriott Hotel – თბილისი

- Batumi Marriott Hotel – ბათუმი - მშენებარე - „ჰილტონ“-თან

- Courtyard by Marriott Tbilisi – თბილისი

- Courtyard by Marriott Batumi – ბათუმი - მშენებარე - იუსტიციის სახლთან

- Sheraton Batumi Hotel – ბათუმი

- Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace – თბილისი

- Moxy Tbilisi by Marriott – თბილისი

- Marriott Autograph Collection - Paragraph Resort & Spa Shekvetili – შეკვეთილი

- Marriott Autograph Collection - Panorama Freedom Square – თბილისი - მშენებარე -თავისუფლების მოედანი

- Marriott Autograph Collection - Panorama Sololaki – თბილისი - მშენებარე

- Le Méridien Batumi – ბათუმი - მშენებარე



2. Best Western Hotels & Resorts – 3 ბრენდი, 8 სასტუმრო, აქედან 7 მოქმედი და 1 მშენებარე.


ათვისებული აქვს საქართველოს 5 რეგიონის (ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი,აჭარა და სამცხე-ჯავახეთი) 6 ლოკაცია(თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, საირმე,გუდაური და ლიკანი), საიდანაც 4 კურორტია(ბათუმი, საირმე, ბორჯომი - ლიკანი და გუდაური)


- Best Western City Centre – თბილისი

- Best Western Art Hotel – თბილისი

- Best Western Kutaisi – ქუთაისი

- Best Western Sairme Resort – საირმე

- Best Western Gudauri - გუდაური

- Best Western Plus Batumi– ბათუმი

- Best Western Plus Likani Resort – ლიკანი - მშენებარე

- Best Western Premier Batumi – ბათუმი



3. Wyndham Hotels and Resorts – 3 ბრენდი, 7 სასტუმრო, აქედან 3  მოქმედი და  4  მშენებარე,


ათვისებული აქვს საქართველოს 4 რეგიონის (ქვემო ქართლი, აჭარა და იმერეთი) 4 ლოკაცია(თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და გოდერძი), საიდანაც 2 კურორტია(ბათუმი და გოდერძი).


- Wyndham Batumi – ბათუმი

- Wyndham Tbilisi – თბილისი - მშენებარე - ალიანს ჯგუფი - ვაკე-საბურთალო

- Wyndham Grand Tbilisi – თბილისი

- Ramada Melikishvili – თბილისი - მშენებარე - ვერა, მელიქიშვილის ქ.

- Ramada Ski Resort Goderdzi – გოდერძი - მშენებარე

- Ramada Encore Tbilisi – თბილისი

- Ramada Encore Kutaisi – ქუთაისი - მშენებარე - თეთრ ხიდთან


4. AccorHotels - 6 ბრენდი, 7 სასტუმრო, აქედან 3 მოქმედი და 4 მშენებარე, ათვისებული აქვს



საქართველოს 1 რეგიონის(ქვემო ქართლი) 1 ლოკაცია(თბილისი), წარმოდგენილია მხოლოდ დედაქალაქში.


- Mercure Tbilisi Old Town – თბილისი

- Ibis Styles Tbilisi Center – თბილისი

- Ibis stadium tbilisi – თბილისი

- Ibis Budget Vera – თბილისი - მშენებარე - ვერა, ახვლედიანის ქ.

- Ibis Budget Tbilisi - თბილისი - მშენებარე - უზნაზის ქ.

- Novotel Avlabari – თბილისი - მშენებარე - ავლაბარი, ყოფილი პატარა ბაზარი

- Pulman – თბილისი - მშენებარე - ვაკე, ჭავჭავაძის გამზ., სამებასთან



5. Radisson Hotel Group – 4 ბრენდი, 6 სასტუმრო, აქედან 3 მოქმედი და 3 მშენებარე


ათვისებული აქვს საქართველოს 3 რეგიონის(ქვემო ქართლი, აჭარა და კახეთი) 3 ლოკაცია(თბილისი, ბათუმი და წინანდალი), საიდანაც 1 კურორტია(ბათუმი).


- Radisson Blu Iveria Tbilisi – თბილისი

- Radisson Blu Batumi – ბათუმი

- Radisson Blu Telegraph – თბილისი - მშენებარე - რუსთაველის გამზ.

- Radisson Collection Hotel – წინანდალი

- Park Inn by Radisson – თბილისი - მშენებარე - „მარიოტი“-ს უკან, ალექსანდროვის ბაღთან

- Radisson Red – 1 (თბილისი) - მშენებარე - ძველი ფოსტის შენობა


6. Hilton - 2 ბრენდი, 4 სასტუმრო, აქედან 1 მოქმედი და 3 მშენებარე, ათვისებული აქვს საქართველოს 2 რეგიონის(ქვემო ქართლი და აჭარა) 2 ლოკაცია(თბილისი და ბათუმი), საიდანაც 1 კურორტია(ბათუმი).


- Hilton Batumi – ბათუმი

- Hilton Tbilisi – თბილისი - მშენებარე - ვერა, ყოფილი „ჩაი გრუზია“-ს შენობა

- Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze – თბილისი - მშენებარე - ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.,

„სამების“ წინ

- Hilton Garden Inn Tbilisi Riverside – თბილისი - მშენებარე - „სოკარი“-ს ოფისთან


7. InterContinental Hotels Group – 3 ბრენდი, 4 სასტუმრო, აქედან 3 მოქმედი და 1 მშენებარე


ათვისებული აქვს საქართველოს 3 რეგიონის(ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი) 3

ლოკაცია(თბილისი, ბორჯომი და თელავი), საიდანაც 1 კურორტია(ბორჯომი).

- Crowne Plaza Hotels & Resorts – ბორჯომი

- Holiday Inn – თბილისი

- Holiday Inn – თელავი

- Holiday inn express Tbilisi – თბილისი - მშენებარე - სომხურ თეატრთან


8. Louvre Hotels Group - 2 ბრენდი, 3 სასტუმრო, აქედან 2 მოქმედი და 1 მშენებარე, ათვისებული


აქვს საქართველოს 2 რეგიონის(ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) 2 ლოკაცია(თბილისი და ბორჯომი), საიდანაც 1 კურორტია(ბორჯომი).

Golden Tulip Borjomi – 1 (ბორჯომი)

Golden Tulip Tbilisi – 1 (თბილისი) - მშენებარე - ავლაბარი, „შერატონი“-ს წინ

Hotels & Preference Hualing Tbilisi – 1 (თბილისი)


9. The Biltmore Hotel Tbilisi – თბილისი


10. Citadines City Centre Tbilisi – თბილისი


საინტერესო სურათი გვაქვს რეგიონების მიხედვით, სადაც, თბილისის და ბათუმის ხარჯზე, ერთპიროვნულად ლიდერობენ ქვემო ქართლი და აჭარა:

- ქვემო ქართლი - 32 - თბილისი(32), აქედან მშენებლობის პროცესშია 16 სასტუმრო;

- აჭარა - 10 - ბათუმი(9) + გოდერძი(1), აქედან მშენებლობის პროცესშია 4 სასტუმრო(ბათუმი -3, გოდერძი - 1);

- იმერეთი - 3 - ქუთაისი(2) + საირმე(1), აქედან მშენებლობის პროცესშია 1 სასტუმრო ქუთაისში;

- სამცხე-ჯავახეთი - 3 - ბორჯომი(2) + ლიკანი(1), აქედან მშენებლობის პროცესშია 1 სასტუმრო ლიკანში;

- კახეთი - 2 - თელავი(1) + წინანდალი(1);

- მცხეთა - მთიანეთი - 1 - გუდაური;

- გურია - 1 - შეკვეთილი.


საერთაშორისო ქსელების უმეტესობა ძირითადად საქართველოს დიდ ქალაქებშია წარმოდგენილი. Marriott International - ი 11 სასტუმროთი,  საქართველოში ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი საერთაშორისო ქსელია, თუმცა ქვეყნის 12 რეგიონიდან ათვისებული აქვს მხოლოდ 3 რეგიონის, 3 ლოკაცია, საიდანაც მხოლოდ 2-ია კურორტი. თითქმის ერთნაირი მაჩვენებლებით მოდიან Wyndham Hotels and Resorts – ი,  AccorHotels - ი და Radisson Hotel Group - ი, რომლებიც დღევანდელი მონაცემებით მართალია ჩამორჩებიან პირველ ორ ქსელს, მაგრამ განვითარების კარგი ტემპი აქვთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი სასტუმროები ძირითადად წარმოდგენილნი არიან მხოლოდ თბილისსა და ბათუმში. შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლები აქვთ Hilton - ს, InterContinental Hotels Group - ს და Louvre Hotels Group - ს, რომლებიც ასევე ძირითად კარგად ათვისებულ რეგიონებში არიან წარმოდგენილი, თუმცა სტაბილურად ვითარდებიან და მომავალშიც არაერთ სიახლეს შესთავაზებენ ტურიზმის ინდუსტრიას. და ბოლოს, ორი სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi და Citadines City Centre Tbilisi, რომლებიც არიან შედარებით მცირე ქსელების წარმომადგენლები, ქვეყანაში წარმოდგენილი არიან მხოლოდ თბილსში და ჩვენი ინფორმაციით ჯერჯერობით არ აპირებენ თავიანთი ქსელების გაფართოებას.


გამონაკლისად შეგვიძლია  Best Western Hotels & Resorts -ი მივიჩნიოთ, რომელთა საქმიანობაც რეგიონების პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს. კომპანია ცდილობს საქართველოს ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი სასტუმროთი მაინც იყოს წარმოდგენილი.  მაშინ როცა მოქმედი 7 სასტუმროთი ქსელი რეგიონების, ლოკაციებისა და კურორტების დიდ რაოდენობას ითვისებს.


სასტუმროების ქსელი ესაა სასტუმროების ერთობლიობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რომელსაც ერთი კომპანია ფლობს. Worldatlas.com-მა მსოფლიოში ასეთი 10 ყველაზე მსხვილი სასტუმროს ქსელების სია წარმოადგინა. 



Wyndham Worldwide - ყველაზე მსხვილი სასტუმროების ქსელი მსოფლიოში,  მის შემადგენლობაში 8,092 სასტუმროა 66 სხვადასხვა ქვეყანაში და 6 კონტინენტზე. Wyndham-ი 1981 წელს ტრამელ ქროუს მიერ დალასში შეიქმნა. კომპანია ჯამში 40 000-ზე მეტ თანამშრომელს და 15-ამდე ბრენდს ითვლის.


Marriott International – 1927 წელს ჯონ უილარდ მერიორის მიერ დაარსებული Marriott International-ი მსოფლიოში სასტუმროების მესამე ქსელია, რომლის შემადგენლობაში 5974 სასტუმრო შედის და წარმოდგენილია მსოფლიოს 110 ქვეყანაში. მულტინაციონალური, დივერსიფიცირებული ინდუსტრიული კომპანია ამჟამად ბილ მერიოტის მიერ იმართება და მისი სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. Marriott International-ი სასტუმროსა და უმაღლესი სტანდარტების გარდა ორიენტირებულია სოციალურ საკითხებზეც, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, სოციალური განვითარება, ბავშვების უფლებები, ეკოლოგია და გლობალური მრავალფეროვნება.

 

Hilton Worldwide – 1919 წელს კონრად ჰილტონის მიერ დაარსებული მულტინაციონალური კომპანია მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი სასტუმროების ქსელს წარმოადგენს 4 727 სასტუმროთი და 104 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის სათავო ოფისი ბევერლი ჰილსში მდებარეობს.

 

Best Western Hotels - რიგით მეშვიდე სასტუმროების ქსელია მსოფლიოში სასტუმროების რაოდენობის მიხედვით. კომპანია 4196 სასტუმროს აერთიანებს, რომელთა ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკაშია განთავსებული. Best Western International-ი ამჟამად დევიდ კონგის მიერ იმართება . ეს კომპანია ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიების ქსელია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 2011 წელს Best Western-მა შეცვალა  სლოგანი - „მსოფლიოს  უმსხვილესი სასტუმროების ქსელიდან, „მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ოჯახად . 2011 წელს Best Western-მა შეცვალა ბრნენდინგის სისტემა სამ განშტოებად Best Western-ი, Best Western Plus და Best Western Premier-ი.


მარიამ მორგოშია





იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up