მსოფლიოს ახალი გადანაწილების დასაწყისი

მსოფლიოს ახალი გადანაწილების დასაწყისი

access_time2016-12-12 09:24:56

ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა - ასე აფასებს ქართველი ექსპერტების ნაწილი რუსეთ-აშშ-ს შორის მოლაპარაკების შესაძლო შედეგებს. როგორც „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი აღნიშნავს, რუსეთი აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთლიანად სამეზობლოში, დათმობაზე უნდა წავიდეს.

 

„ვფიქრობ, ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა, რადგან მის მიმართ სანქციები არა თუ უქმდება, პირიქით, მკაცრდება, რაც ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკისთვის. ბუნებრივია, ეს რამდენიმე დღეში არ იძლევა შედეგს, მაგრამ დაახლოებით 2 წელიწადში ეს მისთვის უკვე სერიოზული ზიანის მომტანი იქნება და რუსეთი იძულებული გახდება, კომპრომისზე წავიდეს... აშშ-ში ლიდერების ცვლა არ აიწვევს ხოლმე მისი საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შემობრუნებას. მისი საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში, განისაზღვრება ათწლეულობით წინასწარ და აქედან გამომდინარე, ძირეული ცვლილება წარმოუდგენელია. თუმცა ერთგვარი განგრძობითობა ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესა, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი დათმობებზე არ წავა და არ აღიარებს იმ საერთაშორისო ნორმებს, რომელზე ხელი თავადაც აქვს მოწერილი", - აღნიშნავს ირაკლი კიკიანი. როგორც ის განმარტავს, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსული მხარის წინასწარი იმედი დარჩება ცარიელ სიტყვებად, თუ ის რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს. ეს იქნება რუსეთის ფუჭი იმედები, თუ არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორებს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და მოლდოვაში. შეიძლება ითქვას, რომ სირიაც ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევაა, რუსეთის მხრიდან. სამივეგან ერთი ხელწერა - აგრესიული ქმედებით საკუთარი პოლიტიკის განხორციელება", - ამბობს ირაკლი კიკიანი და მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო დათმობებს ასე განიხილავს - „გასაგებია, რომ დიპლომატია მოლაპარაკებების ხელოვნებაა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამერიკამ დათმოს თავისი ფასეულობები, რის ირგვლივაც მან მთელი მსოფლიო გააერთიანა. ამერიკა სასიცოცხლო ინტერესებს არ დათმობს, რადგან ეს ნიშნავს მთელი მსოფლიოს წესრიგის ჩამოქცევას. ამაზე არა თუ აშშ, არამედ მთლიანად დასავლეთი არ წავა. აქ საქმე არ შეეხება კონკრეტულად უკრაინას, ან სირიას, აქ საუბარია სასიცოცხლო ინტერესებზე, რომელსაც ყველა ცივილიზებული ქვეყანა პატივს სცემს. მითუმეტეს, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამა თუ იმ სიტუაციაზე სათანადოდ ვერ რეაგირებენ და ამერიკას თავის თავზე უწევს ამის აღება. რაც შეეხება რუსეთს, ის იძულებული იქნება შეცვალოს თავის რიტორიკა, რადგან რთულია დაუპირისპირიდე ცივილურ სამყაროს", - აცხადებს ირაკლი კიკიანი, რომლის თქმით, რუსეთი დასავლეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ, მასთან ურთიერთობის დარეგულირება მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ალეპოში ვითარება ასადის რეჟიმის სასარგებლოდ ვითარდება და სირიის სამთავრობო ძალები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ მას, გარდა მისი აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეული რაიონებისა. „ამ ფონზე, როგორც რუსული მხარე, კერძოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, ჯონ ქერისგან ალეპოში სიტუაციის დარეგულირების შემოთავაზება მიიღო. წინადადებები ეხება, ყველა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ალეპოს დატოვების კონკრეტულ ვადებს და მარშრუტებს. რუსებს დანაკარგებიც ჰქონდათ - სარაკეტო შეტევის შედეგად დაიბომბა რუსული ჰოსპიტალი, განადგურდა რამდენიმე კარავი, არის მსხვერპლი. ასევე ავიამზიდ "ადმირალ კუზნეცოვზე" დაფრენის დროს კატასტროფა განიცადა ავიაგამანადგურებელმა "სუ-33"-მა. რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ შეთანხმებას, ამ ეტაპზე, დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ალეპოს საკითხს შეეხება. შემდგომ თანამშრომლობაზე ჯერ ინფორმაციები არ ვრცელდება და აშშ-ის მიერ პოზიციების დათმობის პროგნოზირების საფუძველს, ჯერ არაფერი მაძლევს. გაეროში გადაწყვეტილების პროექტი განიხილება სირიაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელსაც რუსეთი აპროტესტებს", - ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევისას ყოველთვის არის რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობა და ამ პროცესებს ჩვენ ისევ ვიხილავთ", - დასძენს გამოცემა.


„როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა და როგორ შეძლებენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯერებას, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რუსეთმა ბოლო წლებში შეძლო დაბრუნებულიყო მსოფლიო არენაზე, როგორც ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე. თუმცა, არა მგონია, მისი მადა, მიუხედავად არჩეული პრეზიდენტის განცხადებებისა, სრულად იქნას დაკმაყოფილებული. დონალდ ტრამპი მალე მიხვდება, რომ რამდენიც უნდა დათმოს, რუსეთის ახალ ამბიციებს ჩარჩოებში ვერ ჩასვამს და ადრე თუ გვიან ისევ დაპირისპირებამდე მივლენ. მთავარია ამ დაპირისპირების ზოლზე ჩვენ არ აღვმოვჩნდეთ", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

 

„რეზონანსი“

 



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up