მსოფლიოს ათი უმდიდრესი მილენიალი

მსოფლიოს ათი უმდიდრესი მილენიალი

access_time2021-06-01 20:30:00

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 100-ზე მეტი ადამიანი ე.წ.მილენიალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 1981 წლიდან 1996 წლამდე დაიბადნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ უმდიდრესთა ჩამონათვალს 2 755 წევრი ჰყავს, ჯამში $13 ტრილიონის ოდენობის ქონებით.


სააგენტო Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მილენიალები უმდიდრესთა 3.8%-ს წარმოადგენენ, მათი წილი კი ჯამურ ქონებაში $573.1 მილიარდია.


1981-1996 წლებში დაბადებულ მილიარდერთა უმეტესობა, კერძოდ კი 33 ადამიანი, თავს აშშ-ში იყრის. მეორე ადგილზე ჩინეთია – ქვეყანა, სადაც 23 მილიარდერი მილენიალი ცხოვრობს. შტატების შემთხვევაში, წარმატებული ახალგაზრდებიდან უმეტესობა ციფრულ სამყაროსთან ასოცირდება – იქნება ეს Snapchat-ი, Airbnb, Facebook-ი თუ სხვა. თუმცა საყურადღებოა, რომ ზოგიერთის სიმდიდრე მემკვიდრეობას უკავშირდება. ასეთია 35 წლის ლუკას უოლტონიც, Walmart-ის დამფუძნებელ სემ უოლტონის შვილიშვილი. 


გთავაზობთ ათი უმდიდრესი მილენიალის სიას:


სახელი ასაკი ქონება ქვეყანა სიმდიდრის წყარო
მარკ ცუკერბერგი 36 $97 მილიარდი აშშ Facebook
ჭანგ იმინგი 37 $35.6 მილიარდი ჩინეთი TikTok
იან ხუეიანი 39 $29.6 მილიარდი ჩინეთი Country Garden
დასტინ მოსკოვიცი 36 $17.8 მილიარდი აშშ Asana
სუ ჰუა 39 $17.8 მილიარდი ჩინეთი Kuaishou
პაველ დუროვი 36 $17.2 მილიარდი რუსეთი VK
ლუკას უოლტონი 34 $15.6 მილიარდი აშშ Walmart
ედუარდო სავერინი 39 $14.6 მილიარდი ბრაზილია Facebook
ჩენ იუქსიაო 37 $14.1 მილიარდი ჩინეთი Kuaishou
ბრაიან ჩესკი 39 $13.7 მილიარდი აშშ Airbnb

შეგახსენებთ, რომ მილიარდერთა ჩამონათვალს 2021 წლისათვის 493 ახალი წევრი შეემატა, რამაც საერთო ქონება $8 ტრილიონით გაზარდა. უმდიდრესთა 86%, წინა წელთან შედარებით, ახლა მეტ ფულს ფლობს. რა თქმა უნდა, ეფექტი მილენიალებზეც გავრცელდა. უფრო კონკრეტულად, ყველაზე წარმატებულთაგან ხუთის ქონება ასე შეიცვალა:



მარკ ცუკერბერგი: +$35 მილიარდი


ჭანგ იმინგი: +$19.4 მილიარდი


იან ხუეიანი: +$9.3 მილიარდი


დასტინ მოსკოვიცი: +$8.5 მილიარდი


სუ ჰუა: +$14.9 მილიარდი


ცხადია, მიმდინარე წელი ყველასთვის ერთნაირად უხვი არ არის. მაგალითისთვის, ლუკას უოლტონის სიმდიდრე თითქმის $3 მილიარდით შემცირდა.


ცნობისთვის, მილენიალების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემების მიხედვით, 1.8 მილიარდია.


forbes.ge


თეგები:
მილენიალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up