მსოფლიოს 15 ყველაზე ძველი ქალაქი (ფოტო)

მსოფლიოს 15 ყველაზე ძველი ქალაქი (ფოტო)

access_time2017-10-28 20:00:51

მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში არაერთი ქალაქი განადგურდა. თუმცა არსებობენ ისეთები, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც არსებობენ. გთავაზობთ 15 ყველაზე ძველი ქალაქის ჩამონათვალს.

 

 

ბალხი, ავღანეთი, 1500 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ქალაქი, რომლის  სახელიც ბერძნულ ენაზე ჟღერდა როგორც „ბაქტრა“,   ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს დაარსდა. „არაბული ქალაქების დედამ“ გამოიარა დროის გამოცდა. მისი დაარსების დღიდან, იწყება მრავალი ქალაქის და იმპერიის ისტორია, მათ შორის, სპარსეთის. ბაქტრას აყვავების ხანად  ითვლება დიდი აბრეშუმის  გზის პერიოდი, რომლის შემდეგ ქალაქმა განიცადა არაერთი აღზევებაც და დაცემაც. დღეს ქალაქის სიდიადე დიდი ხნის წარსულშია, თუმცა იქ შენარჩუნებულია გამოუცნობი ატმოსფერო  და დროის უძლურების შეგრძნება.

 

Балх,

 

 კირკუკი, ერაყი, 2 200 წელს ჩვენს წელთაღრიცხვადე

 

პირველი დასახლება აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200 წელს გაჩნდა. ქალაქს აკონტროლებდნენ სხვადასხვა იმპერიები - ბაბილონელებიდან თურქებამდე, რადგან ყველას მისი მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა იზიდავდა. კირკუკში დღესაც შენარჩუნებულია 5000-წლოვანი ციხე-სიმაგრის ნანგრევები. ქალაქში ამჟამად ცხოვრობენ ქურთები. ის ბაღდადიდან 240 კილომეტრში მდებარეობს და წარმოადგენს ერაყის ნავთობმრეწველობის ერთ-ერთი ცენტრს.

 

Киркук, 

 

ერბილი, ერაყი,  2300 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ქალაქი  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წელს დაარსდა. ის იყო ვაჭრობის და სიმდიდრის ცენტრი. ასწლეულების განმავლობაში მას აკონტროლებდნენ სხვადასხვა იმპერიები, მათ შორის, სპარსები და თურქები. დიდი აბრეშუმის გზის ხანაში ერბილი იყო ერთ-ერთი ძირითადად გაჩერების პუნქტი. ერბილის ერთ-ერთი შენარჩუნებული ციხე-სიმაგრე დღემდე რჩება ქალაქის დიადი წარსულის სიმბოლოდ. დღისათვის ერბილი არის ერაყული ქურთისტანის დედაქალაქი.

 

Эрбиль, 

 

ტირი, ლიბანი, 2750 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

პირველი  დასახლება აქ  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2750 წელს გაჩნდა, რის შემდეგაც ქალაქი რამდენჯერმე დაიპყრეს. თავის დროზე მას რამდენიმე წელი მართავდა ალექსანდრე მაკედონელი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წელს ტირი რომაელებმა დაიპყრეს. დღეს ტირი არის ლამაზი ტურისტული ქალაქი. ის ასევე ნახსენებია ბიბლიაში.

 

Тир,

 

იერუსალიმი, ისრაელი, 2800  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

იერუსალიმი არის ყველაზე ცნობილი მსოფლიოს უძველეს ქალაქებს შორის. ის დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2800 წელს და ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი კაცობრიობის ისტორიაში. გარდა იმისა, რომ ქალაქი არის მსოფლიო რელიგიური ცენტრი, იქ ძალიან ბევრია ისტორიული შენობაა - ძირითადად იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის მთავარი სიწმინდეები. ქალაქს  მდიდარი ისტორია აქვს, მას 52–ჯერ დაესხნენ თავს, 23-ჯერ იყო ალყაში და 2-ჯერ  სრულად დაინგრა.

 

Иерусалим, 

 

ბეირუთი, ლიბანი, 3000  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე


 

ბეირუთი   ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს დაარსდა და დღეს ის არის ლიბანის დედაქალაქი,  მსოფლიოში განთქმული კულტურული და ეკონომიკური მემკვიდრეობით. უკვე დიდი ხანია ბეირუთი არის წარმატებული ტურისტული  ქალაქი. მან იარსება 5000 წელი და განაგრძობს ცხოვრებას დღეს  მიუხედავად იმისა, რომ ის გადადიოდა ხელიდან ხელში, ხოლო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იქცა 15-წლიანი  სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის არენად.

 

Бейрут,

 

გაზიანტეპი, თურქეთი, 3 650  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ისევე როგორც სხვა უძველესმა ქალაქებმა, გაზიანტეპიც მრავალი იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო. დაარსებიდან ის იყო ბაბილონელების, სპარსების, რომაელების და არაბების ბატონობის ქვეშ. ამჟამად თურქული ქალაქი ამაყობს  მრავალეროვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით.

 

Газиантеп,

 

პლოვდივი, ბულგარეთი, 4000  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ბულგარული ქალაქი პლოვდივი უკვე 6000 წლის არის. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს დაარსდა და რომაულ დაპყრობამდე ეკუთვნოდა ფრაკიელებს. მოგვიანებით ქალაქი გახდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. სხვადასხვა ერებმა დატოვეს თავიანთი კულტურული და ისტორიული კვალი პრლოვდივის იერსახეზე - მაგალითად, თურქული აბანოები და რომაული სტილი არქიტექტურაში.

 

Пловдив, 

 

სიდონი, ლიბანი,  4000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ეს განუმეორებელი ქალაქი დაარსდა  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს. თავის დროზე ის დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა, იქ გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ იესო და წმინდა პავლე. დიადი წარსულის შედეგად, ქალაქი ძალიან დაფასებულია არქეოლოგიურ წრეებში. ეს არის დღემდე არსებული უძველესი ფინიკიური დასახლება.

 

Сидон, 

 

ელ-ფაიუმი, ეგვიპტე, 4000  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ქალაქი დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს და ის არის ძველი ეგვიპტური  კროკოდილოპოლისის ნაწილი - ამ თითქმის მივიწყებულ დასახლებაში ადამიანები თაყვანს სცემდნენ წმინდა ნიანგს პეტსუხოსს. ელ-ფიუმში ასევეა პირამიდები. მთელს ქალაქში და მის ფარგლებს გარეთაც არის სიძველის და კულტურული მემკვიდრების არა ერთი ნიშანი.

 

Эль-Файюм, 

 

სუზი, ირანი, 4200 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4200 წელს დაარსდა ქალაქი სუზი, რომელსაც დღეს  შუში ეწოდება. ამჟამად იქ ცხოვრობს 65 000 ადამიანი, თუმცა თავის დროზე იყო ბევრად მეტი. სუზი ეკუთვნოდა ასირიელებს და სპარსებს, შემდეგ კი  იყო ელამიტების იმპერიის დედაქალაქი. ქალაქმა გადაიტანა გრძელი და ტრაგიკული ისტორია, თუმცა ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძველ დასახლებად მსოფლიოში.

 

Сузы,

 

დამასკო, სირია, 4300  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ისტორიკოსები თვლიან დამასკოს ყველაზე ძველ დასახლებულ ქალაქად მსოფლიოში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის დაარსდა  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10 000 წელს, თუმცა, ოფიციალურად მისი დაარსების თარიღად ითვლება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4300 წელი. კამათი ამ  თემაზე დღემდე გრძელდება და ყველას საკუთარი არგუმენტი გააჩნია, თუმცა ცალსახაა ფაქტი, რომ დამასკო დღეს არის  მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მას გააჩნია დიდი და მდიდარი ისტორია - დამასკოში ბატონობდნენ ალექსანდრე მაკედონელი, რომაელები, არაბები და თურქები. დამასკოში დღემდე შენარჩუნდა ბევრი ისტორიული ღირშესანიშნაობა, იმის მიუხედავად, რომ 2011 წლიდან ქალაქის ზოგიერთ რაიონში მიმდინარეობს შეირაღებული შეტაკებები.  ომი თითქმის არ შეეხო ძველ ქალაქს, სადაც არის განლაგებული ისტორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი.

 

Дамаск,

 

ალეპო, სირია, 4300 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ალეპო დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4300 წელს. ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე  ცხოვრობდა 4,4 მლნ. ადამიანი, დღეს ზუსტი მონაცემი მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ არ არსებობს. ქალაქი ამაყობს თავისი სიძველით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. სამოქალაქო ომის შედეგად მისი ნახევარი თითქმის ბოლომდეა დანგრეული, თუმცა ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი ქალაქის მეორე ნახევარი შედარებით კარგად შენარჩუნდა.

 

Алеппо,

 

 

ბიბლოსი, ლიბანი, 5000  წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

7000 წლის წინ ქალაქი დაარსეს ფინიკიელმა მეზღვაურებმა და დაარქვეს მას გებალი. თანამედროვე სახელი ეკუთვნის ბერძნებს. ბიბლიური ქალაქი ამაყობს თავისი ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის არის ტაძრები და ციხე-სიმაგრეები, რომლებიც  ათასობით წლის წინ აშენდა.

 

 Библ,

 

იერიქონი, პალესტინა, 9000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

დღეს იერქიქონი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ ქალაქად - ის უკვე 11 000 წლისაა. ძნელი  დასაჯერებელია, მაგრამ ადამიანებმა მოიშინაურეს ცხოველები ქალაქის დაარსებამდე მხოლოდ 500 წლით ადრე. დღეს ქალაქში ცხოვრობს 20 000 ადამიანი.

 

Иерихон, 

 

 

 

novate.ru



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up