მსოფლიო ვალის მშპ-სთან შეფარდება რეკორდულად გაიზარდა

მსოფლიო ვალის მშპ-სთან შეფარდება რეკორდულად გაიზარდა

access_time2020-01-15 11:18:36

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გასული წლის მესამე კვარტალში, მსოფლიო ვალის თანაფარდობამ მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტთან, რეკორდულ ნიშნულს - 322 პროცენტს მიაღწია.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვალი 10 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 252.6 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, ვალი ყველა სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი. მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია სახელმწიფო ვალებს და კორპორატიულ ობლიგაციებს.


საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) გლობალური პოლიტიკური ინიციატივების მმართველ დირექტორ სონია გიბსის თქმით, მართალია, კრედიტების ღირებულება ძალიან დაბალია, ქვეყნებს მაინც უკიდურესად უჭირთ მზარდი დავალიანების გადახდა. „მშპ-სთან ვალის ფარდობის ზრდის გამო, ვალების მომსახურება და რეფინანსირება გართულებულია და 2020 წლებში დავალიანებების და რესტრუქტურიზაციის კრიზისი, სულ უფრო მეტად გავრცელდება“, - ამბობს გიბსი.


IIF-ის მონაცემებით, შეერთებული შტატების დავალინების მშპ-სთან ფარდობამ 102 პროცენტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია. ჩინეთის ვალისა და მშპ-ს შორის ფარდობა კი, 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპით არის გაზრდილი.



IIF ვარაუდობს, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების და მსუბუქი საფინანსო პირობების გამო, წელს პირველ კვარტალში მსოფლიო ვალი 257 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.განვითარებადი ქვეყნების ვალმა 72.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2018 წლის მესამე კვარტალში ის „მხოლოდ“ 66.1 ტრილიონი დოლარი იყო. ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზად, არასაფინანსო სფეროს კორპორაციების ვალების ზრდაა დასახელებული.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up